“რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას ვაგრძელებთ”- ჯიმ რიში

“მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა” – ამის შესახებ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

ჯიმ რიში ამბობს, რომ 16 წლის წინ, რუსეთი საქართველო შეიჭრა და საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია მოახდინა.

„მჩაგვრელისთვის პასუხის გაცემის ერთადერთი საშუალება მისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. ჯერაც ვაგრძელებთ ამის კეთებასა და რუსული აგრესიისთვის პასუხის გაცემას” – წერს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, ჯიმ რიში.

მსგავსი თემები