“რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს”- ბუდანოვი

„რუსეთი იძულებული იქნება 2025 წელს ფართო მობილიზაცია გამოაცხადოს ან ომი დაასრულოს“-ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთი დილემის წინაშე დადგება.

“თუ ომი გაგრძელდება, მაშინ არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა, რუსეთი დილემის წინაშე დადგება: ან დაასრულოს ის ან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს” – განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, კრემლის ამას გააჭიანურებს, ვინაიდან, “რუსეთის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიან მობილიზაციას შეუძლია სერიოზულად შეარყიოს პოლიტიკური ვითარება.” მან ასევე ისაუბრა ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული პრობლემებზე  რუსეთში.

“რეგიონები მიხედვით, თანხები ორ მილიონ რუბლსაც შეიძლება აღწევდეს. რუსეთისთვის ეს ფულის უზარმაზარი თანხაა. პასუხი თვალნათელია – მოხალისე მებრძოლების ნაკადი კატასტროფულად მცირდება. ბოლო თვეებში, რუსეთის არმია პირველად დადგა პერსონალის ნაკლებობის წინაშე. რუსეთს მობილიზაციის გეგმა აქვს, და თითქმის 10%-იანი ნაკლებობა დაფიქსირდა” – განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები