ლაშა გობაძე, ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 87 კგ-ში ბულგარელმა სემენ ნოვიკოვმა ნახევარფინალში უნგრელ ლოსონჟის 3:1 სძლია და ქართველ ფალავანს, ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა. ქართველი მოჭიდავე, ხვალ 8 აგვისტოს  რეპეშაჟში დანიელ ბისულტანოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ ლოსონჟის დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. 6 აგვისტოს 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ხასლახანაუსთან წააგო და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

 

მსგავსი თემები