„ირანმა უარი უნდა თქვას შურისძიებაზე“- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკრონმა ფეზეშქინიანს განუცხადა, რომ ირანმა უარი უნდა თქვას შურისძიებაზე და ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაუშვას ახლო აღმოსავლეთში ახალი სამხედრო ესკალაცია.

„ახალი სამხედრო ესკალაცია მომგებიანი არავისთვის არის, მათ შორის არც ირანისთვის“-აღნიშნა მაკრონმა.

მედიის ცნობით, მაკრონმა საუბარში აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთი მზად არის, დაეხმაროს ირანს პოლიტიკურ საზღვრებში გამოსავლის მოძებნაში, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას რეგიონში, იმ პირობით, რომ ირანი შეასრულებს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს.

ცნობისთვის, ირანი „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს და გარდაუვალი პასუხით ემუქრება.

 

მსგავსი თემები