,,16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში… ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა” – ბილდტი

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, კარლ ბილდტი აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ რუსეთმა სცადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ეს ,,ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა”.

,,16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. ფონი ოდნავ ბუნდოვანი იყო, აშკარა პროვოკაციებით კონფლიქტის შესაქმნელად, მაგრამ რუსეთი სწრაფად გადავიდა საქართველოში ორ სხვადასხვა ღერძზე. შემდეგ კი რუსეთმა სცადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ჭრილობა ჯერ კიდევ ღიაა,” – წერს ბილდტი.

მსგავსი თემები