ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას – ეუთო-ში აშშ-ის მისია

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

,,ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ ქართული რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები