რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გამოაცხადა.
“რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”- წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. ვრცელდება ცნობები, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება.