ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების შესაძენად 60 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ 60 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება უკრაინის არმიის საჭიროებისთვის დრონების წარმოებაში. ეს, სავარაუდოდ, ბოლო დახმარების პაკეტია, რომელიც დამტკიცებულია ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ინვესტიციები ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მთლიანი თანხიდან 60 მილიონი ევროდან, 17,5 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება უკრაინაში საზღვაო დრონების წარმოებაში. კიდევ 20 მილიონი გადაირიცხება საერთაშორისო ფონდში FPV-ის ტიპის დრონების წარმოებისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. დარჩენილი თანხები გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ორმხრივი მიწოდებისთვის და გამოიყოფა ჰოლანდიური ინდუსტრიის შესყიდვებისთვის.

მეტი...

იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს

იტალიაში 32 წლის ძებნილი ქართველი დააკავეს. ქართველი კაცი მანქანით საეჭვოდ გადაადგილდებოდა, რის გამოც პოლიციელებმა გააჩერეს. შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ქართველი ძარცვის, გატაცების, ნარკორეალიზაციისა და გაქცევის გამო იძებნებოდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულმა თანამზრახველთან ერთად სხვადასხვა დანაშაული 2015 წლის იანვრიდან 2017 წლის თებერვლამდე მანტუას, ვერონასა და როვიგოს პროვინციებში ჩაიდინა. ქართველი კაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მეტი...

,,როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა” – სალომე ზურაბიშვილი

,,როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა. „როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი მისი უმაღლესი მთავარსარდალია და მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე. ჯარს სჭირდება გაძლიერება და ამ გაძლიერების მთავარი პარტნიორი იყო და არის აშშ.…

მეტი...

რუსეთმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით, რუსეთის ჯარებმა კიევს სხავდასხვა ტიპის იარაღით შეუტიეს. მტერმა კიევს სამხრეთიდან შეუტია ფრთოსანი რაკეტებით – 101/Kh-555/Kh-55, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით. საჰაერო თავდასხმაზე გაფრთხილების სისტემა თითქმის ორი საათი მუშაობდა. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ყველა სამიზნე. რიცხვი ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არაა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მეტი...

ახალგაზრდებმა პრეზიდენტის შეხვედრის ჩაშლა სცადეს

გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.  გარკვეულმა ჯგუფმა შეხვედრის ჩაშლა სცადა და პრეზიდენტს ,,რეზიდენტი” და ,,მოღალატე” ეძახდნენ. შეხვედრიის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოგების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ,,პროვოკაცია არ არის აზრის დაფიქსირება. აზრის დაფიქსირება არის თავისუფალი ნების გამოვლინება, ახალგაზრდა ვარ, მეც “ჯენზი” ვარ”, – თქვა ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით მედიასთან.

მეტი...

ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს – არიან დაჭრილები

მარტვილში, სოფელ ბალდაში საპროტესტო კარავში მყოფი ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაჭრილები არიან ძმები მინდია და აჩი ბჟალავები. ისინი შვიდ თვეზე მეტია კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ სხვა ადგილობრივებთან ერთად. სხეულის სხვადასხვა არეში მინდია ბჟალავას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მსუბუქი დაზიანებები აქვს მეორე ძმას. თავდამსხმელები სანადირო თოფებით და დანებით იყვნენ შეიარაღებული. ბალდის კანიონის მცველი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ,,გინებით მოგვივარდნენ კარავში, შეურაცხყოფები რა თქმა უნდა, გინებები, ერთი ამბავი, ტყვიებით სავსე ქამრით, დანებით, დანები თუ ჰქვია მაგას, ხანჯლებით, წავიდა გაწევ-გამოწევა, წავართვით დანები, მერე დამირეკეს, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი,…

მეტი...

„პრემიერი აღარ საუბრობს დასავლეთზე , როგორც “ომის პარტიაზე”, შეიძლება ფერისცვალება მოხდა”- ზურაბიშვილი

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი ამბობს, რომ “ქართული ქარტია” ყველასთვის ღიაა. „ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის რუსეთი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე , როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას…

მეტი...

„ყველაფერს ვიზამ, ხმა მივცე ყველაზე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს“- ქეთი მელუა

„ყველაფერს ვიზამ, რომ ამოვარჩიო და ხმა მივცე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს“-  ამის შესახებ მომღერალმა ქეთი მელუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ახალგაზრდებს შორის შეხვედრაზე ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა. მელუამ აღნიშნა, რომ ადრე მას პოლიტიკა არ აინტერესებდა, თუმცა დღეს როგორც დიასპორის ერთ-ერთ წარმომადგენელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. „პოლიტიკა ჩემთვის ინტერესის სფეროში არ იყო ადრე, მაგრამ ახლა, როგორც დიასპორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვიცი, რომ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომ შემიძლია, ხმა მივცე პარტიას, რომელიც საქართველოს კარგ მიმართულებაზე წაიყვანს. ვხვდები ეს რამხელა შესაძლებლობაა, პატარა არ არის, რადგან ჩვენი ქვეყნთვის ძალიან მნიშნველოვანია. თქვენ იცით, რომ საქართველო უზომოდ მიყვარს.…

მეტი...

„თუ ვიქნები თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიქნები“- სალომე ზურაბიშვილი

„მე მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელიც დაიცავს შედეგს, მიიტანს ბრიუსელამდე და მიიღებს დასტურს, რომ ჩვენ გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, ეს იქნება პრეზიდენტის როლში, თუ სხვა როლში მომავალი გვიჩვენებს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვიქნები“- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან ბედნიერი და ამაყი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას ახალგაზრდების მხარდაჭერა ექნება. „მე არაერთხელ ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ, რომ მე იქ ვიქნები, სადაც საჭირო ვიქნები. სადაც საჭირო ვიქნები იმისათვის, რომ ჩვენ მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. ჩემთვის საქმის ბოლომდე…

მეტი...

“არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს“- სალომე ზურაბიშვილი

„ცხადია, ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე – არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში და სხვა გზა არ არსებობს საქართველოში, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში“- განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრაზე. პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ. მისივე განცხადებით, არ შეიძლება საქართველო “გარუსდეს”. “ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო ერთად გვაქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეს ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო არა მხოლოდ 30 წელია ამბობს, საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც სახელმწიფო იყო, რომ ეს ღირებულებები რაც…

მეტი...

“შეძელით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული“- ზურაბიშვილი

„თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“ – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს შეხვედრისას. სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს უთხრა, რომ სწორედ მათ შესძლეს იმ ეჭვების გაფანტვა, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა. “ჩვენ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით სამშობლოზე. ეს არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს. ისეთი სურათი გააშუქეთ საზღვრებს იქით, რომ ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, უცებ თქვენი ყოველდღიური ბრძოლით ეს გადაიქცა პოზიტიურ სურათად. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე იმისათვის, რომ…

მეტი...

„ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით“- პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ახალგაზრდებს ხვდება. როგორც მან შეკრებილებს განუცხადა, „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ ნიშნავს დამარცხებას. პრეზიდენტმა მათ უთხრა, რომ ყველა კანონის გაუქმება შესაძლებელია. „შეიძლება ვიღაცა ფიქრობდეს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ „რუსული კანონი“.  თქვენ გაიმარჯვეთ უკვე და გამარჯვებული დადიხართ. ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ, ის ახალგაზრდები სწორედ ამას გეუბნებიან, რომ უკვე გაიმარჯვეთ. კი, მიღებულია კანონი, მაგრამ ამ ერთი კანონის და სხვა ბევრი კანონის, რომელიც არანაკლებ  რუსულია, ამ ყველა კანონის გაუქმება შეიძლება ერთი ხელის მოსმით. ერთი პარლამენტის სხდომით“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მეტი...

„უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ამ თვის ბოლოს უნდა დაიწყოს“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. “უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი იოანე-ზოსიმეს უნიკალურ ხელნაწერ წიგნს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს

ბიძინა ივანიშვილმა„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისივე ცნობით, ხელნაწერი ივანიშვილმა  მილიონ ფუნტად შეიძინა. “კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!” – წერს გრძელიშვილი. აუქციონზე ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე იყო წარმოდგენილი. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი და მისი ფასი…

მეტი...

მაიკლ როთი ზუკა ბერძენიშვილის ცემას ეხმაურება

„ქართულ კოშმარს არ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო“ – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სამოქალაქო აქტივისტის ზუკა ბერძენიშვილის ცემის შესახებ ინფორმაციას. როთი ამბობს, რომ მთავრობა უდანაშაულო ადამიანებს ესხმის თავს. “კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ: როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ უნდა ავმაღლდეთ. ქართულ კოშმარს არ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების დაშინებით მართოს საქართველო. თუ მთავრობა უდანაშაულო მოქალაქეებს ესხმის თავს, ის ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს. დემოკრატია, თავისუფლება და ღირსება გაიმარჯვებს, ადრე თუ გვიან” – წერს როთი. ნაცემ აქტივისტს ოპერაცია ჩაუტარდა

მეტი...

„ე.წ. ბულინგის კამპანიას აქვს  მხარდაჭერა მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“- პრემიერი

„არა მხოლოდ გრძელდება ეს ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ ამ კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქვეყანაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისგან. „სამწუხაროდ, კონკრეტულ ძალებს არ უნდათ სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამშვიდდეს ვითარება, ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში. ამისთვის გავაკეთებთ მაქსიმუმს. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავადაც ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან, ხელოვნურად პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის…

მეტი...

ნაცემ აქტივისტს ოპერაცია ჩაუტარდა

სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში  სალომე ნიკოლეიშვილი ავრცელებს. ამავე ცნობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. „ყველას უდიდესი მადლობა ზღვა მხარდაჭერისთვის“ – წერს „ფეისბუქზე“ ნიკოლეიშვილი. ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა. ბერძინიშვილს მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია დასჭირდა.  

მეტი...

,,მართალია, საქართველომ არ შემოიღო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს” – პრემიერი

,,მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს. „ჯამში საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული თუ წამოყენებული 600-ზე მეტი რეზოლუციის, განცხადების, ერთობლივი განცხადების და სხვა ინიციატივის ინიციატორი, ხელმომწერი თუ მხარდამჭერი. მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ…

მეტი...

,,ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე” – ირაკლი კობახიძე

,,უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში. „უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო შექმნილი ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყანა…

მეტი...

,,ამ არჩევნებით ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა” – ილია დარჩიაშვილი ევროპარლამენტის არჩევნებზე

„საერთო ჯამში, წარმატებით ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა უკვე ახლადარჩეული პარლამენტით მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და მოხდეს ახალი ევროპული სტრუქტურების ჩამოყალიბება,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ევროპის მოსახლეობამ თავისი გზავნილი გააკეთა. „ზოგადად პოლიტიკურ განწყობებზე შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის დემოკრატიის პრინციპი, რომ მოსახლეობა, საზოგადოება გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ესეც ყოველთვის ასე იყო, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სხვადასხვა არჩევნებში იღებდნენ უპირატესობას, ამით საზოგადოება აკეთებდა კონკრეტულ გზავნილებს. ცვლილებაც ევროპარლამენტში, სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ ეს გზავნილი ევროპის მოსახლეობამ არჩევნებით გამოხატა”,…

მეტი...

,,EU სჭირდება ყველა ევროპელს; უკრაინელებს, მოლდოვას, საქართველოს მოსახლეობას, ბალკანეთის სახელმწიფოებს” – ზელენსკი

ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და რუსული აგრესიის წინაშე, ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს, ვინც იზიარებს საერთო ღირებულებებს: უკრაინელებს, ქართველებს, მოლდოველებს და ბალკანეთის სახემწიფოებს. ,,როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური განწყობები ევროპაში, ჩვენი რეალობა ასეთია: ევროკავშირი სჭირდება ყველა ევროპელს გამონაკლისის გარეშე, ყველა ერს, რომელიც იზიარებს მთელი ევროპის საერთო ღირებულებებს და სურს, როგორც ჩვენ, იცხოვროს მშვიდობიანად. უკრაინელები ასეთი ერია. ისევე, როგორც ჩვენი მეზობლები მოლდოვაში, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ბალკანეთის სახელმწიფოები და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ ევროპას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. აუცილებლად დადგება…

მეტი...

,,როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია ტერორის კამპანია, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება” – პაპუაშვილი

„როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიდის ღია ტერორის კამპანია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირება. მე კვლავ ვაკვირდები გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციები და ქვეყნები თანამშრომლობას იმ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც რადიკალური დღის წესრიგით და პოლიტიკური ექსტრემიზმით არიან დაკავებული. ვინმეს თუ უნდა, რომ ამით ხელი რამეს დააფაროს, ეს მათი პრობლემაა“, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებას. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხდომაზე უმრავლესობის მიმართ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გაკეთდა ცილისმწამებლური განცხადებები. „როცა თქვენ საუბრობთ სხვადასხვა ფაქტებზე და ამბობთ, რომ თითქოს რაღაც ორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების…

მეტი...

,,ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ კობახიძის კომენტარებს, გაოცებული ვარ” – აუსტრევიჩუსი

თვის ბოლოს, ევროკავშირის სამიტზე, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოსთვის ოპტიმისტური გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება და ვარაუდობს, რომ ევროკომისიის პირობა იგივე იქნება – შესრულდეს 9 ნაბიჯი და დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ გზას იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპი. ,,არ მგონია, რომ სიტუაცია ოპტიმისტური იყოს, მე ვფიქრობ, რომ ევროპული კომისია იგივე პირობებს დააყენებს საქართველოსთვის და საბჭო ამას დაუჭერს მხარს. ჩვენ შევახსენეთ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი ეხება დემოკრატიულ განვითარებას და ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია დემოკრატიულ განვითარების გზას. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებები არ არის დემოკრატიული და გამჭვირვალე და გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი, რომ საქართველო…

მეტი...

სანქციები პოლიტიკოსებსა და ძალოვანებს – ესტონეთის პარლამენტმა საქართველოზე განცხადება მიიღო

დღეს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც დაგმობილია საქართველოს მთავრობის ქმედებები და გაკრიტიკებულია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. პარლამენტის 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა მას, 13 წინააღმდეგი იყო. რიიგიკოგუ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი. ის ასევე მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, ჩაატაროს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, განახორციელოს ის რეფორმები, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. ,,განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მანამ სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით,…

მეტი...

ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა – ოჯახი გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია დასრულდა. მას ცხვირი აქვს გატეხილი და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაუდებელ ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, სამოქალაქო აქტივისტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ,,პაპუაშვილის განცხადება იყო წამახალისებელი, უბრალოდ პაპუაშვილმა შეიძლება არც იცოდა, რომ იგეგმებოდა, შეიძლება იცოდა, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის ისეთივე პაიკია ამ თამაშში, როგორც ბევრი სხვა, ვისაც ჰგონია, რომ რაღაცას წარმოადგენს. ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კეთდება ასეთი განცხადება, საიდანაც 1 საათში ხდება ასეთი ფაქტი, ეს შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკის ნაწილად. თვითონ ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ გექცევით ასე”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი. მისივე თქმით, გამოძიებას…

მეტი...

,,ყველას ვამხელთ, ვინც ტერორში იქნება ჩართული” – პაპუაშვილი ბერძენიშვილის თავდასხმაზე

პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არ დაუგმია აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა, რომელიც ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი. ბერძენიშვილს, ცოტა ხნის წინ, სახლთან თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. ბერძენიშვილი, მისი მეგობრები და ოპოზიცია მომხდარს აკავშირებს თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან, სადაც საუბარი რამდენიმე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეზე იყო. პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ნაცემი ბერძენიშვილის ფოტო აჩვენა და უთხრა, რომ მას ახალგაზრდების სისხლში აქვს ხელი გათხვრილი. პაპუაშვილმა აღნიშნულს ტყუილი უწოდა. მისი მტკიცებით, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ტერორის, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფის ორგანიზატორები არიან. ,,სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა,…

მეტი...

,,მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს” – ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი წერს, რომ ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება. მისი თქმით, პოლიცია ,,ფეხს ითრევს” კამერების ჩანაწერების ამოღებაზე. ,,სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ. შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს. ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს. ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას. ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია”, – წერს ზუკა ბერძენიშვილი. შეგახსენებთ, რომ ზუკა ბერძენიშვილს…

მეტი...

,,წინააღმდეგობა გრძელდება!” – ხვალ, 18:00 საათზე, კინოცენტრთან აქცია დაანონსდა

მოძრაობა ,,ქართული კინო საფრთხეშია” ხვალ, 12 ივნისს, 18:00 საათზე ეროვნულ კინოცენტრთან აქციას აანონსებს. ორგანიზატორები წერენ, რომ ერთი წლის წინ, 12 ივნისს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა დაიწყო აქტიური წინააღმდეგობა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად. მათი თქმით, ერთი წლის თავზე კინოცენტრში დაწყებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური და შეუქცევადი სახე მიიღო. ,,2023 წლის 12 ივნისს ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა დაიწყო აქტიური წინააღმდეგობა კინოცენტრში მიმდინარე მოვლენების გასაპროტესტებლად: ბუნდოვანი რეორგანიზაცია, თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება, დირექტორად ყოფილი სასჯელაღსრულების მუშაკის და წამყვან პოზიციებზე არაკომპეტენტური პირების დანიშვნა, პოლიტიკური ნიშნით კონკრეტული ფილმების კინოთეატრის ეკრანებიდან მოხსნა, პოლიტიკური ნიშნით შერჩეული…

მეტი...

მესამე ცდით, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა

პარლამენტში პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათის შემდეგ ვერ იწყებოდა კვორუმის არარსებობის გამო, გაიხსნა. რეგისტრაცია, მესამე ცდაზე, 77-მა დეპუტატმა გაიარა. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მიკროფონი არ ჩაურთო დეპუტატ თეონა აქუბარდიას, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მან რეგისტრაცია არ გაიარა. ,,გადათვლასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა დააყენოს ეს საკითხი, თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. მესამე, შეგიძლიათ ჩამოიაროთ და თქვენ თვითონ გადათვალოთ რამდენი ადამიანია, თქვენ არასერიოზულობას ხომ ხედავთ სადამდე მიჰყავხართ. დღეს ჩვენ გვქონდა სამი რეგისტრაცია, არ გაიარეთ ხომ არც ერთი, ეს გიგროვდებათ თქვენ როგორც რეგისტრაციის არგავლა და თვის ბოლოს შესაბამისად ჩამოგეჭრებათ ხელფასი.…

მეტი...

„უკრაინის რეკონსტრუქციის დაწყება ომის პირობებშიც არის შესაძლებელი“ – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ  დასავლეთის ქვეყნებმა ესტონეთის პარლამენტის მაგალითს უნდა მიბაძონ, რომელის მიერ მიღებული კანონი რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის მოხმარების შესაძლებლობას იძლევა. „უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მივცეთ, რომ თავის დაცვა შეძლონ. ასევე, ომის პირობებშიც უკვე შესაძლებელია რეკონსტრუქციის დაწყება. ესტონეთი უკრაინას რეკონსტრუქციაში უკვე ეხმარება. მათ რთული მისია აქვთ, მაგრამ უნდა გააგრძელონ მუშაობა იმ პირობებში, როდესაც ომი აქვთ. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის საფასურს იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი გადამხდელების ფულიდან ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რაც საშუალებას იძლევა, რუსული გაყინული აქტივები უკრაინას მოხმარდეს…

მეტი...

სებ-მა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა. ,,აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება. ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის”, – აცხადებს სებ-ი. ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებით გუშინ, 2 თეთრით…

მეტი...

,,მიჰყევით გერმანიის მაგალითს და მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე” – კულება

ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე ისაუბრა და დასავლელ ლიდერებს მიმართა, ,,მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე”. ,,მოკლევადიანი საჭიროება ნათელია და ამაზე ჩემმა პრეზიდენტმა უკვე ილაპარაკა. ეს არის ჩვენი ენერგოსისტემის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ზამთარი მოდის და ჩვენ ის უნდა გავიაროთ. რაც შეეხება გრძელვადიან საჭიროებებს, არსებობს ხუთი ნაბიჯი, რომლებიც მუდმივად უნდა იდგმებოდეს. პირველ რიგში, რეკონსტრუქციის გზა იწყება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით, რადგან, რაც ნაკლებია ზიანი, მით ნაკლებია საჭირო აღდგენისთვის. ამიტომ, თუ შეიძლება, მიჰყევით გერმანიის მაგალითს და მოგვაწოდეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც შეიძლება მალე. მეორე ნაბიჯი არის ინვესტიციები. მე მინდა მოვუწოდო…

მეტი...

,,უკრაინას აქვს გეგმა, როგორ გამოიმუშაოს 1 გიგავატი ენერგია უკვე წელს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, უკრაინის აღდგენი კონფერენციაზე განაცხადა, რომ მის ქვეყანას აქვს ამ წელს 1 გიგავატი ენერგიის გამომუშავების გეგმა და ოთხი გიგავატის მომდევნო წლებში. ,,სწორედ ამ სფეროში ევროპული და განსაკუთრებით გერმანული კომპანიები არიან ტექნოლოგიური ლიდერები და სწორედ ამ სფეროში გვაქვს მკაფიო გეგმა, როგორ ავაშენოთ 1 გიგავატამდე სიმძლავრე ამ წელს და მომდევნო წლებში კიდევ 4 გიგავატი”, – თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის დაბომბვამ გაანადგურდა 9 გიგავატი უკრაინის წარმოების სიმძლავრე, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები მარტში და დასძინა, რომ გასულ ზამთარში უკრაინის მოხმარება დაახლოებით 18 გიგავატი იყო. ,,ამ დროისთვის,…

მეტი...

თბილისსა და რეგიონებში ამინდი უარესდება

დღეს 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

„ჩვენ აღვადგენთ უკრაინას“ – ოლაფ შოლცი

„დღეს არავის შეუძლია თქმა, როდის დასრულდება ომი, თუმცა რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ეს ომი დასრულდება”, – აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. შოლცის თქმით, უკრაინა იქნება უფრო ძლიერი და თავისუფალი, ვიდრე აქამდე იყო. „უკრაინისთვის და გერმანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დღევანდელ კონფერენციას დასწრებოდნენ რეგიონების, მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ასევე არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ აღდგენაზე და აღდგენის შესაძლებლობებზე. ვფიქრობ უკრაინელებზე, რომლებმაც რუსეთის ტერორისგან თავშესაფარი ჩვენს ქვეყანაში იპოვეს. მილიონზე მეტი შემოვიდა გერმანიაში. დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, როდის დასრულდება ომი,…

მეტი...

,,უკრაინა Patriot-ის სისტემასა და სხვა დახმარებას უახლოეს კვირებსა და თვეებში მიიღებს” – შოლცი

გერმანიაში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა ღონისძიების ყველა მონაწილეს მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას. ,,მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას მივაწვდით მესამე პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T დანადგარს, Gepard-ს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას. ეს ყველაფერი უკრაინაში გადავა უახლოეს თვეებში და კვირებში”, – თქვა შოლცმა. ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე შოლცმა თქვა, რომ ,,უკრაინა გაუყვება გზას, რომელიც უკრაინელებმა აირჩიეს: დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპაში. და ამიტომ დღეს ბერლინში ჩვენ ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად”.

მეტი...