სამოქალაქო აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში სალომე ნიკოლეიშვილი ავრცელებს. ამავე ცნობით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
„ყველას უდიდესი მადლობა ზღვა მხარდაჭერისთვის“ – წერს „ფეისბუქზე“ ნიკოლეიშვილი.
ზუკა ბერძენიშვილს რამდენიმე საათის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა. ბერძინიშვილს მომხდარის გამო, ცხვირის ოპერაცია დასჭირდა.