,,როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა” – სალომე ზურაბიშვილი

,,როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„როცა პრემიერმინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართველი ჯარის, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტი მისი უმაღლესი მთავარსარდალია და მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე.

ჯარს სჭირდება გაძლიერება და ამ გაძლიერების მთავარი პარტნიორი იყო და არის აშშ. თუ არა აშშ ჩვენ არ გვეყოლებოდა იმ სტანდარტების მქონე ჯარი, რომელსაც დღეს აქვს საშუალება ქვეყანასთან ერთად, რომ ჰქონდეს პრეტენზია ევროატლანტიკურ და ნატოში ინტეგრაციაზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები