„უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ამ თვის ბოლოს უნდა დაიწყოს“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა რეფორმებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოთხოვნა, რაც მას ბლოკში გაწევრიანების საშუალებას აძლევს.

“უკრაინამ შეასრულა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლომდე უნდა დაიწყოს“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები