ნიდერლანდები უკრაინისთვის დრონების შესაძენად 60 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ 60 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება უკრაინის არმიის საჭიროებისთვის დრონების წარმოებაში. ეს, სავარაუდოდ, ბოლო დახმარების პაკეტია, რომელიც დამტკიცებულია ამჟამინდელი მთავრობის მიერ.

ინვესტიციები ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს უკვე დამტკიცებული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მთლიანი თანხიდან 60 მილიონი ევროდან, 17,5 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება უკრაინაში საზღვაო დრონების წარმოებაში. კიდევ 20 მილიონი გადაირიცხება საერთაშორისო ფონდში FPV-ის ტიპის დრონების წარმოებისთვის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს.

დარჩენილი თანხები გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ორმხრივი მიწოდებისთვის და გამოიყოფა ჰოლანდიური ინდუსტრიის შესყიდვებისთვის.

მსგავსი თემები