ახალგაზრდებმა პრეზიდენტის შეხვედრის ჩაშლა სცადეს

გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდებთან შეხვედრას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.  გარკვეულმა ჯგუფმა შეხვედრის ჩაშლა სცადა და პრეზიდენტს ,,რეზიდენტი” და ,,მოღალატე” ეძახდნენ. შეხვედრიის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ახალგაზრდების პროვოკაციაზე წამოგების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

,,პროვოკაცია არ არის აზრის დაფიქსირება. აზრის დაფიქსირება არის თავისუფალი ნების გამოვლინება, ახალგაზრდა ვარ, მეც “ჯენზი” ვარ”, – თქვა ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოგვიანებით მედიასთან.

მსგავსი თემები