„უკრაინის რეკონსტრუქციის დაწყება ომის პირობებშიც არის შესაძლებელი“ – კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ  დასავლეთის ქვეყნებმა ესტონეთის პარლამენტის მაგალითს უნდა მიბაძონ, რომელის მიერ მიღებული კანონი რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის მოხმარების შესაძლებლობას იძლევა.

„უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მივცეთ, რომ თავის დაცვა შეძლონ. ასევე, ომის პირობებშიც უკვე შესაძლებელია რეკონსტრუქციის დაწყება. ესტონეთი უკრაინას რეკონსტრუქციაში უკვე ეხმარება. მათ რთული მისია აქვთ, მაგრამ უნდა გააგრძელონ მუშაობა იმ პირობებში, როდესაც ომი აქვთ. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი გადაიხდის საფასურს იმისთვის, რასაც უკრაინაში აკეთებს, რადგან ეს მხოლოდ ჩვენი გადამხდელების ფულიდან ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რაც საშუალებას იძლევა, რუსული გაყინული აქტივები უკრაინას მოხმარდეს და ვფიქრობ, სხვა ქვეყნებიც ანალოგიურად უნდა მოიქცნენ“, – განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი თემები