რუსეთმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით, რუსეთის ჯარებმა კიევს სხავდასხვა ტიპის იარაღით შეუტიეს. მტერმა კიევს სამხრეთიდან შეუტია ფრთოსანი რაკეტებით – 101/Kh-555/Kh-55, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით.

საჰაერო თავდასხმაზე გაფრთხილების სისტემა თითქმის ორი საათი მუშაობდა. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ყველა სამიზნე. რიცხვი ამ ეტაპზე დაკონკრეტებული არაა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.

მსგავსი თემები