“ჩვენ არ ვიცნობთ საერთაშორისო დიპლომატიური მექანიზმების მსოფლიო წესრიგს, რადგან ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო, არამედ ვიყავით თამაშების საგანი” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა. „ყოველთვის გვეჩვენებოდა, რომ სადღაც არსებობდნენ კეთილი ძალები და ბოროტი ძალები და კარგებთან თუ ვმეგობრობდით, გავიმარჯვებდით. არავინ არის კეთილი და ბოროტი, ყველას აქვს ჰუმანიზმის პრობლემა თავისი მოქალაქეების მიმართ და ეს არის პირველი პრობლემა” – აღნიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
მეტი...დღე: ოქტომბერი 2, 2024
„ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას“- ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ ემხრობა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. ბაიდენი ამბობს, რომ აშშ განიხილავს ისრაელთან, როგორ უნდა უპასუხონ ირანის სარაკეტო თავდასხმას. გარდა ამისა, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ის ესაუბრა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეთანხმდნენ, რომ ისრაელმა ირანის თავდასხმას პროპორციულად უნდა უპასუხოს. „ირანმა ძალიან გადაუხვია მიმართულებას“ – აღნიშნა ბაიდენმა.
მეტი...“ძალიან შთამბეჭდავი იყო”- გლოვერ ტეშირა დვალიშვილის შესახებ
მერაბ დვალიშვილის Noche UFC-ზე გამოსვლამ გლოვერ ტეშეირაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქვემძიმე დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს და შერეული ორთაბრძოლების სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფიგურას, გლოვერ ტეშირას ინტერვიუში ჰკითხეს, ბოლო დროს ყველაზე მეტად რომელი მებრძოლით აღფრთოვანდა. ტეშეირამ, რა თქმა უნდა, ჯერ თავისი მოსწავლე დაასახელა. შემდეგ კი, მერაბ დვალიშვილი. “#1, ცხადია, ალექსია. მაგრამ მერაბი… ძალიან მომეწონა, როგორ მერაბმა [ო’მალისთან] იჩხუბა! ის, როგორ შედიოდა და გამოდიოდა დისტანციაზე. ვნახე, რომ ბევრმა რეფერი ჰერბ დინი გააკრიტიკა. ჰერბ დინი ამ სფეროში საუკეთესო რეფერი იყო, მაგრამ მეც მგონია, რომ მერაბმა მშვენიერი ბრძოლა ჩაატარა. ჭკვიანური ბრძოლა. უამრავი დიდი მებრძოლი არსებობს,…
მეტი...გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს
გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ტურის რჩეულები ლა ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა, LALIGA HYPERMOTION-მა დაასახელა. 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა „ალმერიასთან“ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, გოლთან ერთად საგოლე გადაცემა ჩაიწერა და „ლევანტეს“ გამარჯვებაში (4:2) გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ მოგებასა და გიორგის თამაშს ფასს ისიც მატებს, რომ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში გალიდერდა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, ვალენსიურ კლუბში იმედი გაუჩნდათ, რომ ლა ლიგაში დაბრუნებას მოახერხებენ. შეხვედრის დარულებისთანავე ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა Sofascore-მა ქოჩორაშვილს 8,1 ქულა დაუწერა, შემდეგ 8,3-მდე დააკორექტირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ…
მეტი...ირანში აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩი ბალისტიკური რაკეტების ფონზე ჩატარდა
ირანში აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩი ბალისტიკური რაკეტების გასროლის ფონზე მიმდინარეობდა. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, რამაც ამ ორი ქვეყნის კონფლიქტში ახალი ფაზა დაიწყო. თავდასხმა მოხდა ისრაელის რამდენიმე მნიშვნელოვან სამიზნეზე, მათ შორის თელ-ავივში და სამხრეთ რეგიონის სამხედრო ობიექტებზე.
მეტი...“ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”- სალომე ზურაბიშვილი
“ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვ ილი პლატფორმა X-ზე წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”. „ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ”- წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა”- სალომე ზურაბიშვილი
მეტი...„ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა”- სალომე ზურაბიშვილი
“პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ქართველი ხალხისადმი მხარდაწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ” – წერია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
მეტი...ისრაელში თავდასხმაზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო
იაფაში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს. მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ. ქალაქ იაფაში გუნშინდელ ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან – საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე, ასევე, რევიტალ ბრონშტეინი, შაჰარ გოლდმანი, ინბარ სეგევ ვიგდერი, ნადია სოკოლენკო და იონას ქროსისი.
მეტი...“მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
“მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო უდიდესი პატივისცემა მაქვს საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენი ერთგულებისადმი. ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში ხდება – მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის” – წერს ფონ დერ ლაიენი.
მეტი...“ჩვენ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მძიმე ომის შუაში ვიმყოფებით”- ისრაელის პრემიერი
“ჩვენ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ მძიმე ომის შუაში ვიმყოფებით” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმართვაში განაცხადა. „ჩვენ მძიმე ომის შუაში ვიმყოფებით ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი განადგურებისკენ მიისწრაფვის. ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ვიდგებით ერთად და უფლის დახმარებით, ერთად გავიმარჯვებთ. გავათავისუფლებთ ჩვენს მძევლებს სამხრეთით, დავაბრუნებთ ჩვენს მოსახლეობას ჩრდილოეთით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ისრაელის მარადიულობას“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე მიუსამძიმრა ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს დღეს დაღუპული სამხედროების ოჯახებს.
მეტი...“ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის განზოგადება ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ძალადობის ჯაჭვი საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ის ასევე იწვევს რეგიონში კონფლიქტის განზოგადებას და ეს ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ”– განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მეტი...ლიბანში შეტაკებებისას შვიდი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა
სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას შვიდი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაში ორი დივიზია მონაწილეობს. თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხედროები სამხრეთ ლიბანში „შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზნობრივ რეიდებს“ ატარებენ, რომელთა მიზანია სასაზღვრო ზონაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
მეტი...ასე იზეიმეს ირანში ისრაელის დაბომბვა (video)
ირანში ისრაელის დაბომბვა იზეიმეს. კადრებში ჩანს, რომ ასობით მოქალაქე ქუჩაშია გამოსული და განხორციელებულ თავდასხმას ფოიერვერკებით აღნიშნავს. ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
მეტი...“საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული”- შარლ მიშელი
“საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. როგორც მიშელი აღნიშნავს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის „გადამწყვეტ მომენტში“ ხვდება, ამასთან, მიშელის თქმით, საქართველოს რეფორმების გაღრმავება სჭირდება. “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ვხვდები. როგორც კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს თავისი რეფორმების ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებთან შესაბამისობაში გაღრმავება სჭირდება. რეფორმები, კანონის უზენაესობა, და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ გზის ბირთვში არიან. საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხის მიერ შეიძლება იქნას მიღებული,” – წერს შარლ მიშელი. სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ხვდება
მეტი...სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ დაიწყო. მანამდე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. მათივე ცნობით, პრეზიდენტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა.
მეტი...თანამედროვეობა ძველი ქარხნის ნანგრევებში – რეპორტაჟი ჩინეთიდან (video)
თბილისის მერია „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ პროგრამას ავრცელებს
თბილისის მერია „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების და აქტივობების შესახებ პროგრამას ავრცელებს. სახალხო დღესასწაული 5 და 6 ოქტომბერს გაიმართება. ორბელიანის მოედნის პროგრამა 5 – 6 ოქტომბერი 12:00-22:00 • გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“ • ღია კინოთეატრი • ,,ორბელიანის ნუგბარი“ • ,,ყველიერი“ • ,,ისპანახობა“ • კაფე „ლაღიძის წყლები” • „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi “ • სამეწარმეო მარკეტი • გიგანტური ქვევრის ინსტალაცია/ღვინის მაღაზია • ინსტალაცია ,,გოგონა ბუშტით“ • კიოსკი – ,,ცნობის ფურცელი“ • საბავშვო კონცერტები • საღამოს კონცერტები • თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები • საბავშვო / გასართობი აქტივობები • ზღაპრის გმირები • თემატური ფოტოზონები ორბელიანის…
მეტი...მიხაელ როთი ქართველ ემიგრანტებს ხმის მიცემის პროცესში დახმარებას სთავაზობს
გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაელ როთი, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მიმართავს და ხმის მიცემის პროცესში რეგისტრაციისთვის დახმარებას სთავაზობს, ამისათვის კონკრეტული ადამიანების საკონტაქტო ინფორმაციასაც ავრცელებს. ირკვევა, რომ ამ პროცესში როთის დამხმარე ვინმე ნიკა თათარაშვილია.
მეტი...დედოფლისწყაროში, საკუთარ სახლში 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ გამარჯვებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს. 32 წლის კაცს სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ახლობლების თქმით, მას იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული და ის წმენდის დროს გაუვარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მეტი...,,300 ლარის ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი” – თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები
თბილისში სამართალდამცველებმა ღამით, ერთდროულად რამდენიმე ღამის კლუბში, სპეცოპერაცია ჩაატარეს. თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით, დაკავებულია 14 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა მეთოდით, თანხას სძალავდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს. ,,ამ ეტაპზე, დაკავებულია 14 პირი, ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით სძალავდნენ თანხებს. ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, 300 ლარის ჩეკზე ერთ ნულს ამატებდნენ და გადახდის დროს მოჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი”, – აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.
მეტი...საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი
საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები, ორივე ქვეყნის მიმართულებით, კვლავ 24-საათიან რეჟიმში არის შესაძლებელი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის, 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით 06:00 სთ-დან-09:00 სთ-მდე, სგპ,,ყაზბეგის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების გამო, ორივე ქვეყნის მიმართულებით, შეჩერებული იყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.
მეტი...ისრაელმა გაეროს გენმდივანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ისრაელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გაეროს გენმდივანს ისრაელში შესვლაც აეკრძალა. როგორც სააგენტო იუწყება, ისრაელის საგარეო უწყებამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუტერეშმა ვერ შეძლო „ერთმნიშვნელოვნად დაეგმო“ ირანის მასირებული შეტევა ისრაელზე. ,,ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის ამაზრზენი თავდასხმა ისრაელზე, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე. ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეების და ეროვნული ღირსების დაცვას, ანტონიო გუტერეშთან ერთად ან მის გარეშე”, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მეტი...„საშინელება იყო, სამლოცველოს შევაფარეთ თავი“ – ისრაელში მყოფი ქართველი ემიგრანტი
,,საქართველოში ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა”, – წერს თბილისში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია. ისრაელში მყოფ ქართველი ემიგრანტის თქმით, ამჯერად ისრაელში სიწყნარეა. „ასეთი საშინელი სირენების ხმა, არასდროს ყოფილა ისრაელში, 400 რაკეტა გაუშვეს, საშინელება იყო. მათ სამლოცველოში შევაფარე თავი. დავკარგეთ საოცარი ქართველი, ილია, რომელიც მატარებელში ჩაცხრილეს,…
მეტი...,,აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს” – პრემიერი
,,აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საქართველოში აშშ-ის ელჩს მიმართა, რომ კარგად ჩაუღრმავდეს მანიპულაციას, რომელიც განახორციელეს საელჩოს თანამშრომლებმა, რადგან საქმე ეხება არა 1,8, არამედ 2,5 პროცენტს. „1,8 პროცენტი არის 35 ათასზე მეტი ხმა, არ შეიძლება, საელჩოს ბანერზე მანიპულაცია იყოს მოცემული. როცა ამბობ, რომ 1,8 პროცენტი, რა მოხდა, 1,8 პროცენტი არ იყო მაშინ. როდესაც საბოლოო ჯამში დაიდო იმ ოქმების მონაცემები, ის არ იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით – ცდომილება იყო…
მეტი...ისრაელ-ირანის საომარ მოქმედებებზე ჩინეთი „მსხვილ ქვეყნებს“ მიმართავს
„ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული ახლო აღმოსავლეთში არსებული არეულობის გამო. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლიბანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ვეწინააღმდეგებით ქმედებებს, რომლებიც ამძაფრებს ანტაგონიზმს და ამძაფრებს დაძაბულობას“ – აცხადებენ ჩინეთის საგრეო საქმეთა სამინისტროში 1 ოქტომბერს მხარეების მხრიდან მორიგ იერიშთან დაკავშირებით. როგორც ოფიციალური ჩინეთი განმარტავს, პროცესში მსხვილი გავლენის ქვეყნები უნდა ჩაერთონ. „ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე დიდ ქვეყნებს, ითამაშონ კონსტრუქციული როლი და თავიდან აიცილონ შემდგომი არეულობა. ჩინეთი თვლის, რომ ღაზაში გაჭიანურებული ბრძოლები ახლო აღმოსავლეთში არეულობის ამ რაუნდის მთავარი მიზეზია და ყველა მხარემ სასწრაფოდ უნდა იმუშაოს ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი ცეცხლის…
მეტი...,,ზუსტად იმ ვაგონში იჯდა, რომელიც დაცხრილეს” – ისრაელში შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე 42 წლის ილია ნოზაძეა
თელ-ავივში, შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპული საქართველოს მოქალაქე 42 წლის ილია ნოზაძეა, რომელიც ისრაელში ბოლო 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ტერორისტული თავდასხმაც სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ის სამსახურიდან ბრუნდებოდა. ,,გუშინ სამსახურიდან ბრუნდებოდა. საერთოდ მაგ დროს მოდიოდა ხოლმე სამსახურიდან, 7 საათზე, მატარებლით და ზუსტად იმ ვაგონში იჯდა, რომელიც დაცხრილეს ტერორისტებმა. ყოველთვის რეკავდა ხოლმე დაბომბვა რომ იწყებოდა და სახლში ვინც ვცხოვრობდით შეგვამოწმებდა ხოლმე, როგორ ვიყავით. არ დარეკა. ვურეკე, არ მიპასუხა და მერე მეგობარი ვიპოვეთ. უკვე საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები და ცოტა გვიან გვითხრეს, რომ ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა”, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი, ისრაელში მცხოვრები…
მეტი...ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე
,,ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. „ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. არსებობს საფრთხე, რომ თავდასხმებისა და მათზე საპასუხო ქმედებების სახიფათო ციკლი კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს. ევროკავშირი კვლავ ემხრობა რეგიონული ომის თავიდან აცილების მცდელობებს“, – წერს ბორელი. გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს…
მეტი...ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს
ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა მიმდინარეობს. მესამე დღეა პრეზიდენტი ევროპაში მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. გუშინ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას, იქამდე კი გერმანიაში, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართავს მოლაპარაკებებს.
მეტი...,,ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ” – პრემიერი
,,ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სანქციების საკითხით შანტაჟი არ არის აქტუალური. „რაც შეეხება ნიუ-იორკში ვიზიტს. ვიზიტი ხორციელდებოდა გაეროს ფორმატში და ამ ვიზიტს ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვქონდა ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია, მომავალშიც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით, ფინანსური კუთხით აქტუალური იყოს…
მეტი...სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩატარდა
ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგები ჩატარდა. სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრის ექსპერტმა ქართველ კოლეგებს გაუზიარა სლოვაკეთის გამოცდილება კომუნალური მომსახურების რეგულირების საკითხებზე. მათ შორის, საბოლოო მომხმარებლის ტარიფების განსაზღვრის, მარეგულირებელი ორგანოების როლისა და დანახარჯების ამსახველი ფასწარმოქმნის, სლოვაკეთის ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების კომპანიების სატარიფო რეგულირების პოლიტიკის შესახებ. მიმდინარე წლის თებერვლიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის…
მეტი...ირანის სულიერმა ლიდერმა, რეგიონულ დაძაბულობაში აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დაადანაშაულა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ რეგიონულ დაძაბულობასა და ომებში აშშ და ზოგიერთი ევროპული ქვეყანა დაადანაშაულა. ხამენეის განცხადებით, აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი ტყუიან, როდესაც აცხადებენ, რომ რეგიონში მშვიდობასა და სიმშვიდეს მოიტანენ. ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ისინი რეგიონიდან უნდა დაიკარგონ, რათა ქვეყნებმა მშვიდობაში იცხოვრონ. ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ გლოვობს „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას გარდაცვალებას. გავრცელებული ცნობით, პირველ ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის ბრძანება აიათოლა ალი ხამენეიმ პირადად გასცა.
მეტი...ტრამპმა ისრაელი და ირანი ეზოში მოჩხუბარ ბავშვებს შეადარა
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ისრაელი და ირანი შეადარა ბავშვებს, რომლებიც სკოლის ეზოში ჩხუბობენ. „ძალიან ცუდი სიტუაციაა, მაგრამ მათ ეს პროცესი უნდა დაასრულონ. წარმოიდგინეთ ეს, როგორც ორი ბავშვის ჩხუბი სკოლის ეზოში. ზოგჯერ უბრალოდ უნდა მისცე მათ საშუალება, ცოტა ხანს იჩხუბონ, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართული პრესკონფერენციის დროს. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მიმდინარე ომი „საშინელ“ მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა იქნებოდა. „ასე ცხოვრება არავის უნდა უწევდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ჩართული ვიქნებით ახლო აღმოსავლეთის საკითხში“, – განაცხადა ტრამპმა.
მეტი...ცნობილია, ისრაელში, ტერაქტის დროს გარდაცვლილი ქართველის ვინაობა
ისრაელში, ტერაქტს ქართველი კაცი, ილია ნოზაძე ემსხვერპლა. გარდაცვლილი წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათიდან იყო. როგორც ცნობილია, 42 წლის ილია ნოზაძე იაფას რაიონში მუშაობდა. ის სამსახურიდან ბრუნდებოდა, როცა სროლაში მოყვა. „ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ტერორიზმი არავის ინდობს – განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ…
მეტი...განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება. წულაძე პრემიერმა კობახიძემ წარადგინა. შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა და მისივე თქმით, კერძო სექტორში გადაინაცვლა.
მეტი...ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთა – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმით წითელი ხაზი გადაკვეთა”, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. „აიათოლას რეჟიმმა წითელი ხაზი გადაკვეთა, და ისრაელის სახელმწიფო ჩვენს მოქალაქეებზე ირანის ბრუტალური თავდასხმის შემდეგ ჩუმად არ იჯდება“, – დაწერა კაცმა. მან მოუწოდა მთელ მსოფლიოს დაუდგეს გვერდში ისრაელს და შეაჩეროს ირანის ბოროტების ღერძი, სანამ გვიან არ არის. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ბრძანება გაეცა რეგიონში დისლოცირებული ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ისრაელის დასაცავად.
მეტი...40-ზე მეტი დაღუპული და ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგული
აღმოსავლეთ აფრიკაში, ჯიბუტის რესპუბლიკის სანაპიროსთან, მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და ათობით მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიგრანტების ნავები იემენიდან გამოვიდნენ, ორივე ნავის ბორტზე, ჯამში, 310 ადამიანი იმყოფებოდა. ჯიბუტის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის 61 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მეტი...