“არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს“- სალომე ზურაბიშვილი

„ცხადია, ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე – არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში და სხვა გზა არ არსებობს საქართველოში, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში“- განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრაზე.

პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ. მისივე განცხადებით, არ შეიძლება საქართველო “გარუსდეს”.

“ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო ერთად გვაქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეს ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო არა მხოლოდ 30 წელია ამბობს, საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც სახელმწიფო იყო, რომ ეს ღირებულებები რაც ევროპული ღირებულებებია, მისი ღირებულებებია.

არ შეიძლება, რომ ეს ღირებულებები, ვინმემ გარედან შეუცვალოს. არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება, რომ ძლიერი არ იყოს. ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ, კი ეს გავა, რომელიმე პარტიის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

“შეძელით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული“- ზურაბიშვილი

მსგავსი თემები