საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები ვებგვერდზე TKT.GE გაყიდვაში დღეს, 13:00 საათიდან ჩაეშვება. ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იქნება. ბილეთის შეძენის წესები და პირობები: 1. ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. 2. მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი შესაბამის აეროპორტში რეგისტრაციისას. 3. მგზავრი ვალდებულია, გამოცხადდეს სარეგისტრაციოდ შესაბამის აეროპორტში გაფრენამდე 3 საათით ადრე. EURO 2024-ზე სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს გულშემატკივრებისთვის ოთხი ავიაკომპანია შეასრულებს.

მეტი...

უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 13 ბავშვი დააბრუნეს

უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 13 ბავშვი დააბრუნეს. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ში ავრცელებს. ,,ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე – უკრაინა სახლში 13 ბავშვს აბრუნებს. შვიდი ბავშვი დაბრუნდა TOT-დან ოჯახებთან ერთად, კიდევ ექვსი დაბრუნდა უკრაინის პრეზიდენტის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, “დააბრუნეთ ბავშვები უკან უკრაინაში”. ბავშვებს მშობლიურ მიწაზე უკვე დახვდნენ და ყველა საშინელება უკან მოიტოვეს. დაბრუნების შემდეგ ყველა ოჯახი ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს ეწვია, სადაც კომპეტენტურ ორგანოებს უკვე უამბეს თავიანთი ისტორიები. მადლობელი ვარ კოლეგების, ასევე ომბუდსმენის ოფისის გუნდის, კოორდინირებული მუშაობისთვის და კატარის სახელმწიფოს შუამავლობისთვის. პრეზიდენტის ამოცანაა ყველას დაბრუნება.…

მეტი...

,,მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც” – ზავრადაშვილი

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ყველანაირი სანქციებისთვის მზადაა. ჟურნალისტის კითხვაზე, მაინც აპირებენ თუ არა რუსულ კანონზე ვეტო დაძლიონ, დეპუტატი ამბობს, რომ უკან არ დაიხევენ. ,,საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და “ქართული ოცნების” ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს. კარგად წაიკითხეთ განცხადება და მერე ვილაპარაკოთ. დამშვიდდით, ხალხო, რა მოგივიდათ. ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. მზად ვარ სანქციებისთვის, კიდევ უფრო მეტი რა გაინტერესებთ? გეუბნებით, რომ მზად…

მეტი...

დაკავებულია კაცი, რომელმაც ზუგდიდის სოფელ კორცხელში ცოლი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი (1973 წელს დაბადებული გ.შ.) ცხელ კვალზე დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს,” – ნათქვამია განცხადებაში. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან…

მეტი...

სტუდენტები 24 მაისს მსვლელობას აანონსებენ – ისინი ,,თავისუფლების მარშს” შეუერთდებიან

სტუდენტები პროტესტის კვირეულის ფარგლებში მარშს აანონსებენ. ისინი 24 მაისს, რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან, საიდანაც თავისუფლებიც მოედანზე გადაინაცვლებენ და მთავარ აქციას, თავისუფლებიდან შსს-მდე მსვლელობას შეუერთდებიან. ,,სტუდენტური პროტესტის კვირეული – დღე #5 სტუდენტები, 24 მაისს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ თავისუფლების მოედნისკენ და შევუერთდებით მთვარ აქციას – თავისუფლებიდან შსს-მდე. პარალელს ვავლებთ რა, ჰოგვართსის ბრძოლასთან, რადგან ბოროტი ძალები და დემენტორები გვართმევენ ჩვენს ქვეყანას. ხოლო აზკაბანის ციხე ჩვენთვის ასოცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. ჩვენ, მშვიდობიანი დემონსტრანტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გავაპროტესტებთ რეჟიმს, რომელიც სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ადამიანებს არბევს, სცემს, აკავებს…

მეტი...

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქ. ქუთაისში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ. შეხვედრა გაიმართა სკოლა „პროგრესში“, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის ხელმძღვანელი პირები და UNICEF-ის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, თორნიკე აფრიაშვილმა დ ირაკლი გორდულაძემ მონაწილეებს გააცნეს განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ტრენინგების დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის…

მეტი...

ესპანეთის პოლიციამ ფრენსის ბეკონის, 5,4 მლნ დოლარად შეფასებული, მოპარული ნახატი იპოვა

ესპანეთის პოლიციამ იპოვა და აღადგინა 5,4 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატი, რომელიც გარდაცვლილ, იტალიელი წარმოშობის ბრიტანელ მხატვარს, ფრენსის ბეკონს ეკუთვნის. ცნობილია, რომ ის ერთ-ერთია 2015 წელს მადრიდის სახლიდან მოპარულ ხუთ ნახატს შორის. აღმოჩენილი რიგით მეოთხე ტილო ხოსე კაპელოს პორტრეტია და 1989 წლითაა დათარიღებული. თებერვალში პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ მოპარული ნამუშევრების მიღებაში, ნახატს კი საბოლოოდ მადრიდში მიაგნეს. სამი ნახატი 2017 წელს აღმოაჩინეს, ხოლო მეოთხეს აღმოჩენის შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ გამოძიებას აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებულ ჯგუფებთან, იმ იმედით, რომ ეს მათ მოპარულ მეხუთე ნახატამდე მიიყვანთ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნახატები…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების განხილვისას უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების შეფასებები მიეცა საბიუჯეტო პარამეტრების განხორციელებაში მიღწეულ დადებით დინამიკას. სახელდობრ, აღინიშნა ასიგნებების ხარჯვის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები საშუალოვადიანი პრიორიტეტული გეგმებით მიღწეული შედეგების, შემოსულობებისა და გადასახადების, რიგი ეკონომიკური მუხლების მიხედვით სახსრების პროგნოზირებადი ხარჯვის დადებითი ტენდენციები წინა წლების მონაცემებთან შედარებით. ამასთან ერთად, ხაზი გაესვა აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების კონტროლის ქვეშ მომუშავე მიზნობრივი პროგრამებისა და ქვეპროგრამების, სსიპ-ისა და ა(ა)იპ- ის, რიგი სხვა ორგანიზაციული კოდით დაზუსტებული გეგმების რეალიზაციის დროს საკასო შემოსულობების არასაკმარისი მაჩვენებლების ჯერ კიდევ არსებობას. გამოითქვა მოსაზრებები ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და კულტურის…

მეტი...

სანქციები, რომელსაც სენატი განიხილავს, საქართველოს მთავრობის ოჯახის წევრებსაც ეხება

კანონპროექტი, რომელიც სენატორებმა სენატში წარადგინეს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის თუ სხვა ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ეხებათ. დოკუმენტში საუბარია სანქციებზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მათ იმ მიზეზით უნდა დაუწესონ, რომ აფერხებენ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას და ამის თვალსაჩინო მაგალითად ე.წ. აგენტების კანონი სახელდება. დოკუმენტში ნახსენებია თანამდებობის პირები და მათი  უახლოესი ოჯახის წევრები. „ქართველი ხალხის აქტში“ ასევე საუბარია, რომ უნდა გათავისუფლდნენ  “პოლიტიკური მოტივაციით” დაკავებული ადამიანები და მათ წინააღმდეგ საქმეების გაწვევა მოხდეს. სენატორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება. სენატორების მიერ წარდგენილი დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, შეადგინოს იმ…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში, რუსეთის დაზვერვის დახმარების ბრალდებით 64 წლის კაცი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, რუსეთის დაზვერვის დახმარების ბრალდებით 64 წლის კაცი დააკავეს. BBC- ს ცნობით, ჰოვარდ მაიკლ ფილიპსი ლონდონის ცენტრში კონტრტერორისტული დანაყოფის პოლიციელებმა დააკავეს. გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს რამდენიმე სახლი ჰერტფორდშირსა და ესექსში. პოლიცია დაკავებულის ქმედებებთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებს. დაკავებულს ბრალად ედება “უცხოური სადაზვერვო სააგენტოს არსებითი დახმარება გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებულ საქმიანობაში.” არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ეროვნული უსაფრთხოების აქტით მინიჭებული ახალი უფლებამოსილებით დააკავეს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანების დაკავება შესაძლებელია დაკავების ორდერის გარეშე, თუ პოლიცია “გონივრული ეჭვის ქვეშ აყენებს მათ მონაწილეობას უცხო სახელმწიფოს საქმიანობაში, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს.”

მეტი...

თბილისის მერია 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს

თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს. სტუმრებს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ. რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები. მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 სათამდე წარდგებიან DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე 13:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება შეფების – თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას…

მეტი...

,,მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ” – განათლების კოალიცია 24 მაისის ,,თავისუფლების მარშს” უერთდება

,,მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ”, – განათლების კოალიცია რუსული კანონის წინააღმდეგ, 24 მაისს, 18:00 საათზე, აქცია-მსვლელობას აანონსებს. ,,პროტესტი გრძელდება. ვიკრიბებით დედაენის ბაღში და ვუერთდებით მარშს თავისუფლების მოედანზე,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

,,ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას” – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ გადაიხედება შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პირობები. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შტატები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს. ,,დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ზუგდიდში ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა, გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,დღევანდელი განცხადება მიანიშნებს ჩვენ ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ” – კონგრესმენი კიტინგი სანქციებზე

დღევანდელი განცხადება მიანიშნებს ჩვენ ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ, – წერს კონგრესმენი ბილ კიტინგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე. ,,დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვებსა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე, მიანიშნებს ჩვენ ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ეძებს ევროპულ მომავალს”, – წერს კიტინგი.

მეტი...

,,თუ ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიო შედეგები ექნება” – მილერი

,,თუკი საქართველო გადადგამს ამ ნაბიჯს, თუკი პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას ძალიან მკაფიოდ ექნება შედეგები საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე. ამას ექნება შედეგი სხვა ევროპულ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და საბოლოოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ,,ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს…

მეტი...

აშშ ე.წ გამჭვირვალობის კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ,,უცხოური გავლენის შესახებ” კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ინფორმაციას სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. კონკრეტულად ვის შეეხება აღნიშნული სანქციები, ამას ბლინკენი არ აკონკრეტებს. ,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა და მიიღო კანონი “უცხოური გავლენის შესახებ”, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, მოახდენს ორგანიზაციების სტიგმატიებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რომ ქართველებისთვის ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ ვნახეთ აშკარა მინიშნებები დაშინებისა და ძალადობის…

მეტი...

რა სანქციებს განიხილავს სენატი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ?!

სენატორების კანონპროექტი სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი,“  სენატში ოფიციალურად წარადგინეს. დოკუმენტი საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს ეხებათ და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა მიმართ,  ვინც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ პროცესებსა დ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მმართველმა გუნდმა ქართველი ხალხის სურვილის საწინააღმდეგოდ მიიღო „უცხოეთის აგენტების კანონი” და  ეს ნაბიჯი ძირს უთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სენატი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკამ უნდა გამოხატოს სერიოზული შეშფოთება იმ დაბკროლებებზე, რომლებიც ექმნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებსა და კანონპროეტი, „აგენტების შესახებ“,  რომელიც შეანელებს ან შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. დოკუმენტში ასევე  საუბარია საქართველოს ხელისუფლების, ყოფილი და…

მეტი...

,,ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა” – ბასი

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა. ,,დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი”, – წერს ბასი.

მეტი...

ჩინეთი და ბრაზილია უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაზე შეთანხმდნენ

„საერთო გაგება ჩინეთსა და ბრაზილიას შორის უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ“ – ასე ქვია 6 პუნქტიან შეთანხმებას, რომელსაც ჩინეთმა და ბრაზილიამ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიაღწიეს. შეხვედრა  ჩინეთის სახლახო რეპუბლიკის საგარეო სამეთა მინსტრ ვანგ ი-სა და  ბრაზილიის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველთან პეკინში –  სელსო ამორიმისთან შედგა. რაც შეეხევა 6 პუნქტიან შეთანხებას, შემდეგია: ორივე მხარე მოუწოდებს შესაბამის მხარეებს, დაიცვან სიტუაციის დეესკალაციის სამი პრინციპი, ეს არის ბრძოლის ველის გაფართოება, ბრძოლის ესკალაცია და პროვოკაცია რომელიმე მხარის მხრიდან. ორ მხარეს სჯერა, რომ უკრაინის კრიზისის ერთადერთი ეფექტური გამოსავალი დიალოგი და მოლაპარაკებაა. ყველა მხარემ უნდა შექმნას…

მეტი...