უკრაინაში, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, 13 ბავშვი დააბრუნეს. ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ში ავრცელებს.
,,ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე – უკრაინა სახლში 13 ბავშვს აბრუნებს. შვიდი ბავშვი დაბრუნდა TOT-დან ოჯახებთან ერთად, კიდევ ექვსი დაბრუნდა უკრაინის პრეზიდენტის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, “დააბრუნეთ ბავშვები უკან უკრაინაში”.
ბავშვებს მშობლიურ მიწაზე უკვე დახვდნენ და ყველა საშინელება უკან მოიტოვეს. დაბრუნების შემდეგ ყველა ოჯახი ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრს ეწვია, სადაც კომპეტენტურ ორგანოებს უკვე უამბეს თავიანთი ისტორიები.
მადლობელი ვარ კოლეგების, ასევე ომბუდსმენის ოფისის გუნდის, კოორდინირებული მუშაობისთვის და კატარის სახელმწიფოს შუამავლობისთვის. პრეზიდენტის ამოცანაა ყველას დაბრუნება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას,” – წერს ერმაკი.