სტუდენტები 24 მაისს მსვლელობას აანონსებენ – ისინი ,,თავისუფლების მარშს” შეუერთდებიან

სტუდენტები პროტესტის კვირეულის ფარგლებში მარშს აანონსებენ. ისინი 24 მაისს, რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან, საიდანაც თავისუფლებიც მოედანზე გადაინაცვლებენ და მთავარ აქციას, თავისუფლებიდან შსს-მდე მსვლელობას შეუერთდებიან.

,,სტუდენტური პროტესტის კვირეული – დღე #5

სტუდენტები, 24 მაისს, 18:00 საათზე, ვიკრიბებით რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც მსვლელობით გადავინაცვლებთ თავისუფლების მოედნისკენ და შევუერთდებით მთვარ აქციას – თავისუფლებიდან შსს-მდე.

პარალელს ვავლებთ რა, ჰოგვართსის ბრძოლასთან, რადგან ბოროტი ძალები და დემენტორები გვართმევენ ჩვენს ქვეყანას. ხოლო აზკაბანის ციხე ჩვენთვის ასოცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან.

ჩვენ, მშვიდობიანი დემონსტრანტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გავაპროტესტებთ რეჟიმს, რომელიც სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ადამიანებს არბევს, სცემს, აკავებს და აშინებს,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები