სანქციები, რომელსაც სენატი განიხილავს, საქართველოს მთავრობის ოჯახის წევრებსაც ეხება

კანონპროექტი, რომელიც სენატორებმა სენატში წარადგინეს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის თუ სხვა ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს ეხებათ. დოკუმენტში საუბარია სანქციებზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მათ იმ მიზეზით უნდა დაუწესონ, რომ აფერხებენ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას და ამის თვალსაჩინო მაგალითად ე.წ. აგენტების კანონი სახელდება.

დოკუმენტში ნახსენებია თანამდებობის პირები და მათი  უახლოესი ოჯახის წევრები.

„ქართველი ხალხის აქტში“ ასევე საუბარია, რომ უნდა გათავისუფლდნენ  “პოლიტიკური მოტივაციით” დაკავებული ადამიანები და მათ წინააღმდეგ საქმეების გაწვევა მოხდეს.

სენატორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება.

სენატორების მიერ წარდგენილი დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, შეადგინოს იმ ადამიანთა სია, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ჩართულია კორუფციაში ან “ბლოკავს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოში”.

დოკუმენტში ნახსენებია სიტყვა „ოლიგარქიც“. კანონპროექტი ითვალისწინებს  როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს.

კანონპროექტი ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას.

კანონპროექტი 5 წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და ასევე საუბარია, რომ  შეერთებულმა შტატებმა გადახედოს საქართველოში მის მიერ განხორციელებულ პროექტებს და შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

კანონპროექტი სენატს  სენატორებმა ჯინ შაჰინმა  და ჯიმ რიშიმ წარუდგინეს. კანონპროექტის თანაავტორები არიან სენატორი ბენ კარდინი და სენატორი პიტ რიკეცი.

რა სანქციებს განიხილავს სენატი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ?!

 

მსგავსი თემები