,,ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა” – ბასი

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა.

,,დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი”, – წერს ბასი.

მსგავსი თემები