ზუგდიდში ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა, გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები