„როგორ არ მინდა დავიჯერო“ – ხარკოვთან შეტაკებისას კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

ხარკოვთან შეტაკებისას, კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის მეგობარი ავრცელებს. „როგორ არ მინდა დავიჯერო. სერგო ჩვენთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო სიკეთის, ერთგულების და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი. მისი გული ყოველთვის ღია იყო მათთვის, ვისაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა. მადლობა მეგობარო ყველაფრისთვის, რაც გაეცი – მეგობრობისთვის, სიკეთისთვის და ერთგულებისთვის”, – ამბობს დაღუპულის მეგობარი ბესიკ შამუგია. მეგობრის თქმით, სერგო წარმოშობით ახმეტის რაიონიდანაა, დიდი ხანია კიევში ცხოვრობს და უკრაინის მოქალაქეა. მას 3 შვილი დარჩა.

მეტი...

,,თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით” – კალაძე

თქვენს ქვეყანაში გამართეთ ომი და მოაწყვეთ მეორე ფრონტი, საქართველოს შეეშვით, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, მეგობრები და პარტნიორები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, არ არის ჯანსაღი ურთიერთობები, სხვა სახელი ჰქვია და ქართველი ხალხი ამას ხედავს, რომ გამოდიოდით და მოგვიწოდებდით სანქციებს მიუერთდით, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო, ამ ყველაფერს გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო, ეს მოგონილი ხომ არ არის? თქვენ არ იყავით, სააკაშვილის გამოშვებას რომ ითხოვდით და გვეუბნებოდით, თუ სააკაშვილს არ გამოუშვებთ, ევროპულ ღირებულებებს შორდებითო. ეს არის დემოკრატია…

მეტი...

თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას 100%-ით, 120 ათასი ლარით აფინანსებს

თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა სრულად, 100%-ით ფინანსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახამ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი პაციენტისთვის 120 000 ლარი გამოიყოფა, ადრე კი აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 70 000 ლარით ფინანსდებოდა. „მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. თბილისის მერიის ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა ფინანსდება. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აფინანსებს გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის…

მეტი...

საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 05-20 მაისის პერიოდის მონაცემებით საბაჟო გამშვებ პუნქტში – “სარფში”, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და 3 უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 565,06 გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. ,,არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში – 85 180,58 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – წერია განცხადებაში.

მეტი...

სლოვაკეთის მოქალაქეებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად, 1 თვეში 4 მლნ ევროზე მეტი შეაგროვეს

უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების შესაძენად წამოწყებული აქციის ფარგლებში სლოვაკეთის მოქალაქეებმა ერთი თვის განმავლობაში 4 მილიონ ევროზე მეტი მოაგროვეს. კამპანია „საბრძოლო მასალა უკრაინისათვის“, სლოვაკეთში აპრილის შუა რიცხვებში ამოქმედდა და ერთი თვის განმავლობაში შემომწირველთა რაოდენობამ 67 ათასს მიაღწია. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა მარტის ბოლოს პრაღაში ყოფნის დროს განაცხადა, რომ სლოვაკეთი უკრაინას იარაღს აღარ მიაწვდის, რადგან „ვერ ხედავს ომის სამხედრო გზით გადაჭრის გზას”, მოქალაქეებმა კი აღნიშნული კამპანია დაუპირისპირეს სლოვაკეთის მემარცხენე-პოპულისტური მთავრობის კურსის მკვეთრ ცვლილებას უკრაინის სამხედრო დახმარების საწინააღმდეგოდ.

მეტი...

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კარა-მურზას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის გამოძიებას არ აპირებს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი კარა-მურზას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის გამოძიებას არ აპირებს. ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს და წერს, რომ მოსკოვის სასამართლომ 21 მაისს გადაწყვიტა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ არის ვალდებული, გამოიძიოს ციხეში მყოფი დისიდენტის, ვლადიმირ კარა-მურზას მოწამვლით სიცოცხლის მოსპობის ორი მცდელობა. მედია წერს, რომ ადვოკატმა საგამოძიებო კომიტეტს მოწამვლის ფაქტების გამოძიების თაობაზე მიმართა, თუმცა უარი მიიღო. გარდა ამისა, რუსი გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ მათ გამოიკვლიეს მკვლელობის მცდელობები და მოწმეებიც გამოკითხეს. კარა-მურზამ ამას “პირდაპირ დოკუმენტირებული ტყუილი” უწოდა. როგორც მისი მეუღლე ევგენია ამბობს, მოწომვლამ ოპოზიციონერის ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანა. შეგახსენებთ, რომ კარა-მურზა, რომელსაც როგორც რუსული, ისე…

მეტი...

თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

თბილისში საზაფხულო ბაღების რაოდენობა 45-დან 50-მდე გაიზრდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საზაფხულო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და ელექტრონულად წარიმართება. „თბილისში საზაფხულო ბაღების პროექტში წელს სიახლე გვაქვს – ივლისში დედაქალაქში 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულად წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge. რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისს, 10:00 საათიდან და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე. ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის ბაღებში რეგისტრირებული, 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები, მათ შორის ისინი, ვინც…

მეტი...

,,ტვინის შერყევა არ მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო აქტიური, მხედველობა დაქვეითებული მაქვს” – დავით ქაცარავა

,,ტვინის შერყევა არ მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო აქტიური, მხედველობა დაქვეითებული მაქვს… სასწრაფოდ უნდა ჩავდგე მწყობრში,” – ამის შესახებ მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა და პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოეხმაურა. ,,ჩემი მდგომარეობა, ფიზიკურად, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, რომ შევძლო აქტიურად გადაადგილება. უმძიმესი ტვინის შერყევა მაქვს, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვიყო აქტიური და სახლის პერიმეტრზე გადაადგილებას ვახერხებ ჯერჯერობით. მხედველობა დაქვეითებული მაქვს, დამტვრეული ძვლები გადიან შეხორცების თავის ბუნებრივ პერიოდს და დიდი იმედი მაქვს, რომ რეაბილიტაცია ჩაივლის სწრაფად, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ სასწრაფოდ უნდა ჩადგე მწყობრში, რომ გამოვიდე…

მეტი...

EU-ის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს, ვარიანტები უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც მოიცავს

Financial Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. ,,ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას”, – ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ მიზეზი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთის მიერ შთაგონებული “უცხოური აგენტების” კანონის მიღებაა. სტატიაში ნათქვამია, რომ ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი ხელმძღვანელობენ ინიციატივას, საქართველოს მთავრობის მიმართ შემაკავებელი ზომები მომავალ კვირას გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ. ვარიანტებს შორისაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერება, მიზანმიმართული სანქციები და ევროკავშირის ფონდების გაყინვა. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ,…

მეტი...

ქ. ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქ. ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, თორნიკე აფრიაშვილმა დ ირაკლი გორდულაძემ მონაწილეებს გააცნეს განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ტრენინგების დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის…

მეტი...

EU-ს ქვეყნებში ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული…

მეტი...

,,ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ არ მიიღოს ის” – ცაჰკნა

,,ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ არ მიიღოს ის”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე. ,,ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს”, – წერს მინისტრი.

მეტი...

უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, შესაძლოა, ივლისში მიიღოს

გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი გადარიცხვა კიევში შესაძლოა მიმდინარე წლის ივლისში განხორციელდეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. ევროკავშირმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დასახმარებლად. თანხა მოხმარდება უკრაინის თავდაცვას და რეკონსტრუქციას. სამომავლოდ ასეთი გადარიცხვები ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება.

მეტი...

,,მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის” – ლანდსბერგისი

,,მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის… იმედი მაქვს, ამას გააკეთებენ”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს. ,,როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის, და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ”, – წერს ლანდსბერგისი.

მეტი...

,,ვერ იგუა, რომ დათმობა მოუწია და შემაგინა” – ირაკლი წიგნაძე იხსენებს ღამეს, როდესაც ლეონიძის ქუჩაზე პოლიციამ სცემა

,,ვერ იგუა, რომ დათმობა მოუწია და შემაგინა”, – ამბობს ირაკლი წიგნაძე და იხსენებს ღამეს, როდესაც 11 მაისს, ლეონიძის ქუჩაზე, მას პოლიციელებმა სცემეს. ,,მეგობრებთან ერთად ვიყავი, მივდიოდი, თავისუფლებიდან ავუხვიე ლეონიძეზე, ორი ავტობუსი ჩამოდიოდა. ერთმაც საკმაოდ ახლოს ჩამიარა, შსს-ს ავტობუსი იყო და მეორე წინ მომიდგა, გვერდულად… მითხრა, გაიწიეო, პოლიციელმა, გასავლელი არის-მეთქი, და გაიწიეო, პოლიციელი რომ გეუბნებაო, თუ რაღაც ეგეთი, მერე ეგრევე ვიღაცები მოვარდნენ. გასავლელი არის მეთქი. ,,ვაფშე” არ ვიყავი განწყობილი, რომ ტყუილად დავმორჩილებოდი პოლიციელს. ,,ვაფშე” არ ვარ ახლა ამ ამბებიდან გამომდინარე განწყობილი, რომ ,,პროსტა” გაიწიეზე გავიწიო. საკმაოდ მშვიდად ვიყავი მე, ისინი იყვნენ…

მეტი...

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 22 მაისს

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 22 მაისს ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7274; 1 ევრო – 2.9639; 1 ფუნტი – 3.4687; 1 ლირა კი 0.0847 ლარი ეღირება.

მეტი...

,,გისურვებთ დაუღალავ სულს” – ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერა ქართველ სტუდენტებს

,,გისურვებთ დაუღალავ სულს და შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ სასურველ შედეგს!”, – ამის შესახებ ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტის განცხადებაშია საუბარი. ,,ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების სახელით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მხარდაჭერა თქვენ მიმართ ამ დაძაბულ და გადამწყვეტ დროს, როდესაც თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ღირებულებების დაჟინებით დაცვას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ბევრი ახალგაზრდა ადამიანისთვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას გულისხმობდეს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული თქვენგანით, ვინც, მიუხედავად რთული გარემოებებისა, არ ფიქრობს გაჩუმებაზე და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიჰყავს. სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ისეთ…

მეტი...

რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე

რუსეთმა დრონების გამოყენებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ოლქებზე. სუმის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ “შაჰიდები” თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ობიექტებს ქალაქ შოსტკასა და  კონოტოპში. ოლქში ელექტრომომარაგება შეფერხდა. ორივე ქალაქი მდებარეობს სუმის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან ახლოს. ,,მტრის თავდასხმის გამო, ქალაქი სუმი ელექტროენერგიას არ იღებს. ჩვენ ველოდებით აღდგენას და, პირველ რიგში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ვუზრუნველყოფთ”, – თქვა ქალაქ სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი დროზდენკომ.

მეტი...

„ეს უკიდურესად უაზრო და საშიშია“ – ჩინეთი ამერიკას აფრთხილებს  

„აშშ-ში ამტკიცებენ, რომ გაეროს ასოციაციის 2758-ე რეზოლუცია „არ გადაწყვეტს ტაივანის სტატუსს“ და „არ გამორიცხავს ტაივანის მნიშვნელოვან მონაწილეობას გაეროს სისტემაში“. ეს სიცრუეა“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვანგ ვენბინი. მისი შეფასებით, ეს საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დონეზე  უკვე გადაწყვეტილია. „ისინი ცდილობენ, ხელახლა გახსნას დახურული საქმე იმის შესახებ, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია – ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთხელ და სამუდამოდ – უარყონ გაეროს ასოციაციის 2758 რეზოლუცია და ერთი ჩინეთის პრინციპი. ეს ნაბიჯი, რომელიც აბრუნებს ისტორიის ბორბალს, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ საერთაშორისო სამართლიანობისა…

მეტი...

„ტაივანი არ არის ქვეყანა, ის ჩინეთის განუყოფელი ნაწილია“  – ვანგ ვენბინი

„ტაივანი ჩინეთის „განუყოფელი ნაწილია“ და „გაერო განიხილავს „ტაივანს“ როგორც ჩინეთის პროვინციად ცალკე სტატუსის გარეშე“ – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვანგ ვენბინი ადგილბრივ და საერთაშორისო მედიის წარმომადგნლებთან შეხვედრა. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვეს, ტაივანს ეხებდა. კერძოდ: „აშშ ავრცელებს პრეტენზიებს, რომლებიც ამახინჯებს გაეროს ასოციაციის 2758-ე რეზოლუციას და ამბობს, რომ რეზოლუცია „არ განსაზღვრავს ტაივანის სტატუსს… და არ გამორიცხავს ტაივანის მნიშვნელოვან მონაწილეობას გაეროს სისტემაში“ როგრც ვანგ ვენბინიმ აღნიშნა, ტაივანი ქვეყანა არ არის. „ტაივანი არ არის ქვეყანა, ის  უძველესი დროიდან ის ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.…

მეტი...

უკრაინა ითხოვს, პენტაგონიმა ნება დართოს, ამერიკული იარაღი რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის ტერიტორიაზეც გამოყენონ

  კონგრესმენები უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელებს ნება დართოს, რუსეთში მდებარე იმ სამიზნეებზე ჩაატარონ შესაბამისი განეიტრალების ოპერაცია, რომელიც უკრაინას საფრთხეს უქმნის. კონგრესმენთა მიმართვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაასაჯაროვა და მინისტრ ლოიდ ოსტინს მიმართა. წერილში ასევე ხაზგასმულია უკრაინელი სამხედროების წვრთნის საჭიროებაზე. „უკრაინელი მოკავშირეები ითხოვენ ნებართვას, შტატების მიერ მოწოდებული გარკვეული ტიპის იარაღი გამოიყენონ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ.  მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო ლიდერებს უფლება მისცეს, განახორციელონ ოპერაციების მთელი სპექტრი, რომელიც საჭიროა მათ სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმაზე რეაგირებისთვის“,…

მეტი...