ხარკოვთან შეტაკებისას, კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის მეგობარი ავრცელებს.
„როგორ არ მინდა დავიჯერო. სერგო ჩვენთვის მხოლოდ მეგობარი არ იყო, ის იყო სიკეთის, ერთგულების და ნამდვილი მეგობრობის მაგალითი. მისი გული ყოველთვის ღია იყო მათთვის, ვისაც მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა. მადლობა მეგობარო ყველაფრისთვის, რაც გაეცი – მეგობრობისთვის, სიკეთისთვის და ერთგულებისთვის”, – ამბობს დაღუპულის მეგობარი ბესიკ შამუგია.
მეგობრის თქმით, სერგო წარმოშობით ახმეტის რაიონიდანაა, დიდი ხანია კიევში ცხოვრობს და უკრაინის მოქალაქეა. მას 3 შვილი დარჩა.