,,გისურვებთ დაუღალავ სულს” – ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერა ქართველ სტუდენტებს

,,გისურვებთ დაუღალავ სულს და შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ სასურველ შედეგს!”, – ამის შესახებ ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტური პარლამენტის განცხადებაშია საუბარი.

,,ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების სახელით, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მხარდაჭერა თქვენ მიმართ ამ დაძაბულ და გადამწყვეტ დროს, როდესაც თქვენი და თქვენი თანამებრძოლების ღირებულებების დაჟინებით დაცვას შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს ბევრი ახალგაზრდა ადამიანისთვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას გულისხმობდეს. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ თითოეული თქვენგანით, ვინც, მიუხედავად რთული გარემოებებისა, არ ფიქრობს გაჩუმებაზე და საზოგადოება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიჰყავს.

სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება ისეთ გარემოში, სადაც სასწავლო პროცესი არ შეფერხდება საზოგადოების უფლებებისთვის აქტიური ბრძოლით, ამჟამინდელი პირობები კი ამას არ შეეფერება. ლატვიის აკადემიის სტუდენტები და სტუდენტური პარლამენტი გისურვებთ დაუღალავ სულს და შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მიაღწიოთ სასურველ შედეგს! დაე, თქვენი გზა წარმართოს გამბედაობამ, ძლიერმა სულმა და მხარდაჭერის ყოველი სიტყვა დაგეხმარებათ სტუდენტებს მიუახლოვდეთ უსაფრთხო და თავისუფალ მომავალს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები