უკრაინამ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, შესაძლოა, ივლისში მიიღოს

გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი გადარიცხვა კიევში შესაძლოა მიმდინარე წლის ივლისში განხორციელდეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

ევროკავშირმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინის დასახმარებლად. თანხა მოხმარდება უკრაინის თავდაცვას და რეკონსტრუქციას.

სამომავლოდ ასეთი გადარიცხვები ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება.

მსგავსი თემები