საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 05-20 მაისის პერიოდის მონაცემებით საბაჟო გამშვებ პუნქტში – “სარფში”, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და 3 უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 565,06 გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს.

,,არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში – 85 180,58 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები