,,ვერ იგუა, რომ დათმობა მოუწია და შემაგინა” – ირაკლი წიგნაძე იხსენებს ღამეს, როდესაც ლეონიძის ქუჩაზე პოლიციამ სცემა

,,ვერ იგუა, რომ დათმობა მოუწია და შემაგინა”, – ამბობს ირაკლი წიგნაძე და იხსენებს ღამეს, როდესაც 11 მაისს, ლეონიძის ქუჩაზე, მას პოლიციელებმა სცემეს.

,,მეგობრებთან ერთად ვიყავი, მივდიოდი, თავისუფლებიდან ავუხვიე ლეონიძეზე, ორი ავტობუსი ჩამოდიოდა. ერთმაც საკმაოდ ახლოს ჩამიარა, შსს-ს ავტობუსი იყო და მეორე წინ მომიდგა, გვერდულად… მითხრა, გაიწიეო, პოლიციელმა, გასავლელი არის-მეთქი, და გაიწიეო, პოლიციელი რომ გეუბნებაო, თუ რაღაც ეგეთი, მერე ეგრევე ვიღაცები მოვარდნენ. გასავლელი არის მეთქი.

,,ვაფშე” არ ვიყავი განწყობილი, რომ ტყუილად დავმორჩილებოდი პოლიციელს. ,,ვაფშე” არ ვარ ახლა ამ ამბებიდან გამომდინარე განწყობილი, რომ ,,პროსტა” გაიწიეზე გავიწიო. საკმაოდ მშვიდად ვიყავი მე, ისინი იყვნენ დაძაბულები. გაიწიე ბიჭო და რაღაც ეგეთებს მეუბნებოდნენ, გაიწიე ბიჭო რა არის, აგერ არის და გაიარე, თუ გინდა. პოლიციელს არ ემორჩილებიო. მართლა არ ჰქონდათ ჩართული სირენა და არ არის აუცილებელი დავუთმო, როცა ,,პროწივზე” მოდის. მინდოდა მეჩვენებინა რომ ცუდად იქცევიან… ვერ იგუა, რომ დათმობა მოუწია და შემაგინა”, – ამბობს წიგნაძე ,,რადიო თავისუფლებასთან”.

მსგავსი თემები