,,ტვინის შერყევა არ მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო აქტიური, მხედველობა დაქვეითებული მაქვს… სასწრაფოდ უნდა ჩავდგე მწყობრში,” – ამის შესახებ მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა და პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას გამოეხმაურა.
,,ჩემი მდგომარეობა, ფიზიკურად, სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, რომ შევძლო აქტიურად გადაადგილება. უმძიმესი ტვინის შერყევა მაქვს, რომელიც არ მაძლევს საშუალებას ვიყო აქტიური და სახლის პერიმეტრზე გადაადგილებას ვახერხებ ჯერჯერობით. მხედველობა დაქვეითებული მაქვს, დამტვრეული ძვლები გადიან შეხორცების თავის ბუნებრივ პერიოდს და დიდი იმედი მაქვს, რომ რეაბილიტაცია ჩაივლის სწრაფად, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ სასწრაფოდ უნდა ჩადგე მწყობრში, რომ გამოვიდე როგორც ოკუპაციის ხაზთან, ასევე შევუერთდე პროტესტანტებს, მომიტინგეებს ქუჩებში. ვინაიდან ეს ბრძოლა რომელიც ახლა მიმდინარეობს საჭიროებს ყოველი ჩვენგანის ჩართულობას და ფიზიკურად ქუჩაში ბრძოლას”, – განაცხადა გაცარავამ.
როგორც მან აღნიშნა, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მისი ცემა იყო შეკვეთა და წინასწარ მოფიქრებული.
,,ეს ცალსახად არის დაკვეთა, რადგან ის მესიჯები, რაც გამიჟღერეს მე ე.წ დასჯის პერიოდში, რომ აი რა გინდა რატომ დადიხარ ოკუპაციის ხაზზე, რუსებს რატომ აღიზიანებ. ამას გეუბნებიან ის ადამიანები, რომლებიც წესით უნდა იცავდნენ ოკუპაციის ხაზს, უნდა იდგნენ იქ დღე და ღამე და რომლებიც უნდა იცავდნენ მოსახლეობას და რომლებიც სინამდვილეში ამას ნამდვილად არ აკეთებენ და გაცილებით დიდი ენთუზიაზმით არბევენ მოსახლეობას, ვიდრე იცავენ საკუთარ თანამოქალაქეებს რუსული ინტერვენციისგან და რუსი ორკებისგან”, – განაცხადა ქაცარავამ.