საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა – კალაძე

„ჩვენი მომავალი არის ევროპაში, ჩვენი გუნდი ამას შეძლებს ძლიერი სუვერენიტეტით და ძლიერი ეკონომიკით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ,,რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი არის ევროპაში. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სუვერენიტეტის გაძლიერება, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკა. ევროკავშირში არავის სჭირდება „გაფარჩაკებული“ ქვეყნები. მათ სჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი სუვერენიტეტის მქონე, სახელმწიფოებრივად შემდგარი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები. გარწმუნებთ, რომ სწორედ ასეთი საქართველო გვექნება და „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, ვინც მართლა ევროკავშირში შეიყვანს ჩვენს ქვეყანას“, –…

მეტი...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა – მედიაომბუდსმენი

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა. ინფორმაციას მედიაომბუდსმენი ავრცელებს. 28 აპრილიდან – 01 მაისამდე პერიოდში: სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა TV პირველის ოპერატორს, ნიკო კოკაიას; სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა “პუბლიკას” – ჟურნალისტებს ლიკა ზაკაშვილს და მამუკა მგალობლიშვილს; სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა TV პირველის ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს. ასევე, ეშლებოდათ ხელი საქმიანობაში გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს; სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა “აი, ფაქტის” ჟურნალისტ რობი ზარიძეს; თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive • ახალი ამბების ჟურნალისტი, გიგა გელხვიიძე.…

მეტი...

ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი პრეზიდენტს შეხვდა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, გერტ იან კოპმანი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. კოპმანი თბილისში დღეს ჩამოვიდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრებზე ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. თუმცა, საუბარი სავარაუდოდ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევასაც შეეხება.

მეტი...

,,კი ევროპას, არა რუსულ კანონს!” – 17:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია გაიმართება

დღეს, პირველ მაისს, პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 17:00 საათიდან შეიკრიბებიან. ,,ვიკრიბებით დღეს, 5 საათიდან, პარლამენტის უკან”, – წერენ ორგანიზატორები. ამ წუთებში პარლამენტი აგრძელებს რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

მეტი...

ღიად ვაპროტესტებ კანონპროექტს, საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციაას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, გიორგი ცისკარიშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და რუსულ კანონს ღიად ეწინააღმდეგება. ,,როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის” შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,” – წერს ცისკარიშვილი.

მეტი...

გუშინ ხდებოდა აღვირახსნილი თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე – გიორგი ვაშაძე

63 დაკავებული და 11 დაშავებული, მათ შორის, 6 სამართალდამცველი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 11-ვე დაზარალებულს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა მათმა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა. ჯერჯერობით, პარლამენტთან არ არიან შეკრებილები აქციის მონაწილეები. შენობასთან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები იმყოფებიან. ოპოზიციამ აქცია დღესაც დააანონსა. როგორც ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, გუშინ მშვიდობიან მომიტინგეებზე აღვირახსნილი თავდასხმები განხორციელდა. ,,გუშინ ხდებოდა აღვირახსნილი თავდასხმა მშვიდობიან მომიტინგეებზე. უამრავ ადამიანს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ჩვენ შევალთ საპარლამენტო სხდომაზე და ლევანის გადაწყვეტილებაა, რომ ისიც დაესწრება ამ სხდომას”, – გიორგი ვაშაძე.

მეტი...

„რუსულ ფულზე გაყიდული მოღალატე ლაჩრები“ – დაპირისპირება პარლამენტში (video)

„ვის შეაგინე შე საცოდაო ჭიაღუა“ – დეპუტატების დაპირისპირება (video)

მეტი...

ვგმობ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას – ბორელი

ვგმობ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, – აცხადებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელი. ,,კატეგორიულად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას ახორციელებდნენ “უცხო გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია”.

მეტი...

,,ქალ დეპუტატებს ესროდნენ წიგნებს, ბოთლებს” – სხდომათა დარბაზში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაა

დაპირისპირებაა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა განახლდეს. იმ დროისთვის, როცა ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა მედია დარბაზში ჯერ არ იმყოფებოდა. ,,ფიზიკური ცემა-ტყეპაა. მივიდა პაპუაშვილი იმიტომ რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს, თიკამ უთხრა, რომ გასულიყო, იმიტომ რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა, დაიწყო შემდეგ ჩხუბი, მივიდნენ კაცები, ქალებს ესვრიან ბოთლებს, მიდის ფიზიკური ჭიდაობა, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი, აღარც დემოკრატია”, – თქვა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

მეტი...

„ვის შეაგინე შე საცოდაო ჭიაღუა“ – დეპუტატების დაპირისპირება (video)

საკანონსმდებლო ორგანოში „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ სიტყვიერი დპირისპირების ფონზე გრძელდება. შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით გამოირჩევა როგორც პოზიცია ისე ოპოზიცია.  

მეტი...

პარლამენტი რუსული კანონის განხილვას აგრძელებს – პაპუაშვილი დეპუტატებს გაფრთხილებას აძლევს და მიკროფონს უთიშავს

საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა გრძელდება. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი წარადგენს. მანამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება იყო. სალომე სამადაშვილმა და არმაზ ახვლედიანმა, ასევე ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ნაცემია, კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოწოდება კანონის გაწვევის შესახებ. პაპუაშვილმა სამადაშვილსა და ოქრიაშვილს მიკროფონი გაუთიშა, შემდეგ იგივე გააკეთა გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში, რადგან, მისი თქმით, დეპუტატები კითხვას არ სვამენ.

მეტი...

,,არ ვიცი თვალიდან გამოვიხედები თუ არა, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს” – ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა პარლამენტში მივიდა და მედიასთან განცხადება გააკეთა: ,,სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს, ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში, ძალიან ბევრმა ბავშვმა და ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არამარტო ახალგაზრდამ, გაიღვიძა. სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანები. რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის. თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, რადგან მათ ესმით, რომ არანაირი პოლიტიკური, მორალური შინაარსი ამ ადამიანებს აღარ გააჩნიათ. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ არ გავიღიმებთ, იმიტომ, რომ კბილი გამოგვეცლება…

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა

ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა დატოვა. ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ინგოროყვას კლინიკაში გვიან ღამით გადაიყვანეს. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობს, მას ფიზიკურად სამართალდამცველები გაუსწორდნენ. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილმა სამართალდამცველების საქმიანობაში ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც სხეულზე დაზიანებები მიიღო.

მეტი...

5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ. სადღესასწაულოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ სიახლეებზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. მისი თქმით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო 4 მაისის 23:00 საათიდან 5 მაისის 04:00 საათამდე იმუშავებს და მისი საშუალებით გადაადგილება უფასო იქნება. „გარდა ამისა, 5-6 მაისს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ გადაიყვანს“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით,…

მეტი...

შსს-ს მადლობას ვუხდი არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის – კალაძე აქციაზე

შსს-ს მადლობას ვუხდი არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის, – თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ გუშინდელი აქციის დაშლაზე, რა დროსაც პოლიციამ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ,,მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და ჩვენ ვიხილეთ, იყო ბევრი ადამიანი, ვინც ვთქვათ რაღაცას აპროტესტებდა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ფრომით, ეს მისაღებია და არავის აქვს უფლება ეს ყველაფერი შეზღუდოს. ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ…

მეტი...

აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ,,2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება…

მეტი...

დაუყოვნებლივ შეწყვიტე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა, გაიწვიე კანონი! – როთი კობახიძეს

დაუყოვნებლივ შეწყვიტე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა, გაიწვიე კანონი!, – ასე ეხმაურება ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაარბიეს. მათ მიმართ შსს-მ გამოიყენა წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, მხუთავი აირი. ,,ძვირფასო ირაკლი კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ. გაიწვიე ,,უცხოელი აგენტების” კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!”.

მეტი...

ძალადობა უნდა შეწყდეს, გერმანია და EU ყურადღებით აკვირდება და აფასებს მოვლენებს – გერმანიის ელჩი

ძალადობა უნდა შეწყდეს, გერმანია და EU ყურადღებით აკვირდება და აფასებს მოვლენებს, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ღამით, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ,,ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასოდეს არის გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ ამ მოვლენებს. ჩვენ ვართ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში”.

მეტი...

გაფრთხილდით, „2 ნაბიჯში“ გატყუებენ და ფულს გპარავენ

მორიგი თაღლითობა და კლიენტის მოტყუების ფაქტი დაფიქსირდა „2 ნაბიჯში“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულ ქსელში მომხმარებელს თაღლითურად სძალავენ თანხას. კერძოდ – მყიდველებს დახლზე მკვეთრ ფერენში გამოკრული დაბალი ფასით იზიდავენ, სალაროსთან კი პროდუქსტს სულ სხვა, მომატებულ ფასად უტარებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მომხმარებლები მოგვმართავენ და ფაქტებსაც გვიგზავნიან, თუმცა, შედეგი ნულოვანია. როგორც ერთ-ერთი მომხმარებელი გვეუბნება, მან დიღმის მასივის მეორე კვარტალში, 7-ბ კორპუსში მდებარე „2 ნაბიჯში“ „ხლებცი“ შეიძინა, რომელსაც 0.99 ლარი ეწერა, სალაროსთან კი სულ სხვა ფასად გაუტარეს. „ზოგადად არ ვარ ამ მაღაზიის მომხმარებელი, რადგან სულ იტყუებიან, ყველა ფროდუქტის ფასი უნდა…

მეტი...

ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შესაბამისი ნებართვის და რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი სილამაზის სალონიდან და ტანსაცმლის მაღაზიიდან, შესაბამისი ნებართვისა და რეცეპტის გარეშე, ახორციელებდნენ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი,” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მეტი...

,,ყურადღებით ვაკვირდებით აქციებს… მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას” – სახდეპი

,,ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივის სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, თავი აარიდონ ესკალაციას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. ,,ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ყოველგვარ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს მთავრობის მიერ კრემლისგან შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის უწყვეტი განხილვების გამო. შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის და სტიგმატიზებას მოახდენს ქართულ…

მეტი...

ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება – დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია სპეცრაზმს წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ხაბეიშვილი ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. ,,კადრებში კარგად ჩანს ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას”, – თქვა დარახველიძემ.

მეტი...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 63 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართული აქციის მონაწილეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას. მისი თქმით, გუშინ 63 ადამიანი დააკავეს – წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დარახველიძემ თქვა, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები ხელოვნურად ბლოკავდნენ პარლამენტის გამომსვლელებს, რაც კანონით აკრძალულია. ,,საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქცია სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ყველამ კარგად ვნახეთ როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს – მათ შორის ქვებს და ბოთლებს”, –…

მეტი...

პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ – რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტში დღეს, პირველ მაისს, ისევ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ ონლაინმედიის აკრედიტირებულ ჟურნალისტებს. დღეს რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაგრძელდეს, სესია 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტი ამბობს, რომ აღნიშნულის მიზანია შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული…

მეტი...

ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით! – მეუფე ზენონის მიმართვა

,,ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!”, – ასე მიმართა მეუფე ზენონმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. ,,ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მითუმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს… თუ ჩვენ არ ვიქნებით, არც სამშობლო არ იქნება. თუ მომავალი თაობა არ იქნება, არც სამშობლო არ იქნება. მოწოდება არის ის რომ – ჩვენი, თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა, ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით – ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ…

მეტი...

ვფიქრობ ყველა ჩემს მეგობარზე საქართველოში, გამაგრდით – მაკფოლი

,,ვფიქრობ ყველა ჩემს მეგობარზე საქართველოში ახლა. გამაგრდით”, – წერს რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, მაიკლ მაკფოლი.

მეტი...

ლევან ხაბეიშვილს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ის კლინიკაში რჩება

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, სადაც გუშინ პოლიციელებმა მიიყვანეს. ,,არაფერი არ მტკივა, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს”, – თქვა ხაბეიშვილმა ღამით ჩაწერილ ვიდეოში. ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უნცობია.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 10:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამართავს. სავარაუდოდ, საუბარი პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე იქნება. ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უნცობია.

მეტი...

გაფრთხილება: „ნაღდი ლავაში“ – არ იყიდოთ, წამლავს

„ნაღდი ლავაში“, 100 ნატურალური, დაბალ კალორიული, დიეტური – სწორედ ამ შეფუთვით იყიდება ე.წ. თხელი, ბებოს ლავაში სხვადასხვა მაღაზიაში, რომლის ყოდვა და მით უმეტეს, მოხმარება სარისკოა. ფოტოებზე ხედავთ როგორ დაობებულ მდგომარეობაში ყიდულობენ მომხმარებლები მას. კონკრეტული შემთხვევა მოხდა „თბილისი მოლის“ კარფურში, სადაც მომხმარებელმა „ჯი ჯი ფუდის“ წარმოებული ლავაში დაობებულ მდგომარეობაში 30 მაისს შეიძინა. ლავაში ბავშვმა გახსნა, მიირთვა ისე რომ ობი ვერ შეამჩნია. შედეგად კი გული აერია და მთელი ღამის განმავლობაში შეუძლოდ გრძნობდა თავს. აღნიშნული ფოტოები გადაეგზავნება როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურს, ისე „კარფურს“ და მწარმოებელ კომპანიას. შედეგებსაც გამოვაქვეყნებთ. ზოგადად, “კარფური” ცნობილია ვადაგასული პროდუქციის…

მეტი...

30 მაისის უმძიმესი ღამე – არიან დშავებულები

სპეცდანიშნულების რაზმმა და სხვა საპოლიციო დანაყოფებმა რუსთაველის გამზირი გამთენიისას დატოვა.  30 მაისის ღამე ყველაზე მძიმე იყო მიმდინარე აქციის პერიოდში. არიან დაშავებულები. მათ შორის, კლინიკაში რჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.    

მეტი...