გაფრთხილება: „ნაღდი ლავაში“ – არ იყიდოთ, წამლავს

„ნაღდი ლავაში“, 100 ნატურალური, დაბალ კალორიული, დიეტური – სწორედ ამ შეფუთვით იყიდება ე.წ. თხელი, ბებოს ლავაში სხვადასხვა მაღაზიაში, რომლის ყოდვა და მით უმეტეს, მოხმარება სარისკოა.

ფოტოებზე ხედავთ როგორ დაობებულ მდგომარეობაში ყიდულობენ მომხმარებლები მას. კონკრეტული შემთხვევა მოხდა „თბილისი მოლის“ კარფურში, სადაც მომხმარებელმა „ჯი ჯი ფუდის“ წარმოებული ლავაში დაობებულ მდგომარეობაში 30 მაისს შეიძინა. ლავაში ბავშვმა გახსნა, მიირთვა ისე რომ ობი ვერ შეამჩნია. შედეგად კი გული აერია და მთელი ღამის განმავლობაში შეუძლოდ გრძნობდა თავს.

აღნიშნული ფოტოები გადაეგზავნება როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურს, ისე „კარფურს“ და მწარმოებელ კომპანიას. შედეგებსაც გამოვაქვეყნებთ.

ზოგადად, “კარფური” ცნობილია ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციით და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

მსგავსი თემები