პარლამენტში ონლაინმედიის ჟურნალისტებს ისევ არ შეუშვებენ – რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტში დღეს, პირველ მაისს, ისევ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს და შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ ონლაინმედიის აკრედიტირებულ ჟურნალისტებს. დღეს რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა უნდა გაგრძელდეს, სესია 12:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტი ამბობს, რომ აღნიშნულის მიზანია შენობაში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები