ლევან ხაბეიშვილს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ის კლინიკაში რჩება

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, სადაც გუშინ პოლიციელებმა მიიყვანეს.

,,არაფერი არ მტკივა, თვალიც გაივლის, ტანიც გაივლის და ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს”, – თქვა ხაბეიშვილმა ღამით ჩაწერილ ვიდეოში.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უნცობია.

მსგავსი თემები