საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, გიორგი ცისკარიშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და რუსულ კანონს ღიად ეწინააღმდეგება.
,,როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის” შესახებ კანონპროექტს. კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,” – წერს ცისკარიშვილი.