შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 10:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გამართავს. სავარაუდოდ, საუბარი პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე იქნება.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უნცობია.

მსგავსი თემები