გაფრთხილდით, „2 ნაბიჯში“ გატყუებენ და ფულს გპარავენ

მორიგი თაღლითობა და კლიენტის მოტყუების ფაქტი დაფიქსირდა „2 ნაბიჯში“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულ ქსელში მომხმარებელს თაღლითურად სძალავენ თანხას. კერძოდ – მყიდველებს დახლზე მკვეთრ ფერენში გამოკრული დაბალი ფასით იზიდავენ, სალაროსთან კი პროდუქსტს სულ სხვა, მომატებულ ფასად უტარებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მომხმარებლები მოგვმართავენ და ფაქტებსაც გვიგზავნიან, თუმცა, შედეგი ნულოვანია.

როგორც ერთ-ერთი მომხმარებელი გვეუბნება, მან დიღმის მასივის მეორე კვარტალში, 7-ბ კორპუსში მდებარე „2 ნაბიჯში“ „ხლებცი“ შეიძინა, რომელსაც 0.99 ლარი ეწერა, სალაროსთან კი სულ სხვა ფასად გაუტარეს.

„ზოგადად არ ვარ ამ მაღაზიის მომხმარებელი, რადგან სულ იტყუებიან, ყველა ფროდუქტის ფასი უნდა აკონტროლო. თუმცა, პერიოდულად შევდივარ და ვამოწმებ შეიცვალა თუ არა რამე და ვყიდულობ შედარებით იაფ პროდუქტს რომ მათი თაღლითობა გამოვააშკარაო, მაგრამ რა აზრი აქვს, ყირადღებას არავინ აქცევს. ამჯერადაც ასე მოხდა, პროდუქტს სხვა ფასი ეწერა და სხვა ფასად გაატარეს. ფოტოს გადაღება რომ დავწყე უზრდელი თანამშრომელი აქეთ დამირისპირდა დაგაჯარიმებ ფოტოს რომ იღებო. რომ ვკითხე რატომ გამიტარეს სხვა ფასად, მითხრეს, რომ შეიცვალა ფასი და თანამშრომელი ჯერ არ მოსულა, რომ შეცვალოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ზუსტად ანალოგიური პასუხი ჰქონდათ ყველა ჯერზე. ამას გარდა, ჩეკი მოვითხოვე, რომ დამეფიქსირებინა რა ფასად გაატარეს პროდუქტი და არ მაძლებდნენ. ნაგავში გადავაგდეო. დაველოდე, ამოვაღებინე ნაგვიდან და აგერ ხედავთ ფაქტს“  – გვიყვება მომხმარებელი.

„მედიაცენტრი მთავარი“ ხშირად აშუქებს მსგავს ფაქტს და ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც მხოლოდ „2 ნაბიჯში“. ანალოგიური ვითარება არაერთხელ დავაფიქსირეთ „კარფურშიც“ რომ არაფერი ვთქვათ ვადაგასული პროდუქსიის რეალიზაციაზე.

გაფრთხილება: „ნაღდი ლავაში“ – არ იყიდოთ, წამლავს

მსგავსი თემები