ამ ეტაპის მონაცემებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 77 წლის ჯო ბაიდენი ლიდერობს. დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაინდენს 192 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 114.
არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება საემიგრაციო პოლიტიკის შემსუბუქებას ეხება, რაც არალეგალი მიგრანტების „გალეგალებას“ გულისხმობს.