საყოველთაო სტუდენტური გაფიცვა ბათუმში – ახალგაზრდებს პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც უერთდება

საყოველთაო სტუდენტურ გაფიცვას უერთდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებენ. ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც.

ბსუ-ს სტუდენტებმა 1-ელ საათამდე ვადა მისცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გამოვიდეს მათი წარმომადგენელი და დააფიქსიროს პოზიცია.

მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ წავიდნენ, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდნენ. გაფიცვას შეუერთდნენ ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც.

მსგავსი თემები