უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ პარასკევს მომხდარ ტერაქტს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს, მომხდარისთვის პასუხისმგებლობა „ვიღაც სხვას“ დააკისროს.„მათ ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე იყო. აფეთქებული სახლებიც [მოსკოვსა და რიაზანში 1999 წელს – რედ.] იყო, დახვრეტებიც, აფეთქებებიც. და ისინი ყოველთვის სხვებს სდებდნენ ბრალს,“ აღნიშნა ზელენსკიმ. „გუშინაც მოხდა ყველაფერი ეს და ეს არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი, რუსეთის მოქალაქეებით ყოფილიყო დაკავებული, მათთვის მიემართა, ერთი დღე-ღამე დუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან. აბსოლუტურად ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება შეიძლება,“ თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მსგავსი თემები
-
,,შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით” – კობახიძე
შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს... -
,,კანონის გაუქმებას ითხოვენ, რადგან არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა” – კობახიძე
რატომ ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას – მიზეზი მარტივია, არავის სიამოვნებს გამჭვირვალობა, არავის უნდა, რომ მისი ფული... -
18 საერთაშორისო ორგანიზაცია კობახიძეს მიმართავს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს რუსული კანონი და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) და კიდევ 17 საერთაშორისო უფლებადამცველი და პრესის ორგანიზაცია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი...