ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.