სასულიერო პირი, რომელიც ნავალნის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა, საავადმყოფოში ინსულტით გადაიყვანეს, ის რამდენიმე დღის წინ რუსმა სამართალდამცველებმა პეტერბურგში დააკავეს. სასულიერო პირი პოლიციის 43-ე განყოფილებაში ჰყავდათ მოთავსებული.
მღვდლის ჰოსპიტალიზაციის ამბავი ტელეგრამ არხზე დეპუტატმა ბორის ვისჩევსკიმ დაწერა.
ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაში ჯამშ 400-მდე ადმაიანი დააკავეს. ყველაზე მეტი, 147 აქტივისტი პეტერბურგშ დააპატიმრეს, 49 კი – მოსკოვში.