ჰამბურგის აეროპორტში შეჭრილი შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა. უსაფრთხოდაა შეიარაღებული კაცის მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მან მძევლად აიყვანა.
ცნობისთვის, თურქი წარმოშობის კაცი აეროპორტის ტერიტორიაზე 4 ნოემბერს 20:00 საათისთვის ავტომობილით შევარდა და ოთხი წლის შვილთან ერთად, თურქეთის ავიახაზების ერთ-ერთი თვითმფრინავის ქვეშ გაჩერდა.
მასთან მოლაპარაკებებს ადგილობრივი პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდა. მომხდარის გამო, ჰამბურგის აეროპორტში გუშინ და დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმდა.