საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3406-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 331 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 18 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 365 ადამიანს დაუდასტურდა, 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ცხრა კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები