რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.
უკრაინის ვიცე პრემიერი, ალექსანდრ კუბრაკოვი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.
„რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს“, – განაცხადა კუბრაკოვმა