ტრადიცია არც წელს დარღვეულა. ფოკას მამათა მონასტერში, ნათლისღების დღესასწაულზე განბანის რიტუალი დღესაც შესრულდა. მონასტერში ნათლისღების სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა ფარავნის ტბაში ჯვრის ფორმის ყინული ამოჭრეს, ტბაში ჩავიდნენ და განბანის რიტუალი შესრულდა.