Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 85 191 ტესტი ჩატარდა, ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 732 პირი გამოჯანმრთელდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28.41%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 200 124.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 21.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 24.96%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 020 510.