“მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას” – დევი ტაბიძე კოვიდ სტატისტიკაზე

  •  

მედიკოსების განმარტებით, ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს, თუმცა სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად ე.წ. ლოქდაუნის საჭიროება დადგება.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფო შეზღუდვების შემოღებაზე კვლავ უარს აცხადებს და სიტუაციიდან გამოსვლის გზად მასობრივ ვაქცინაციას ასახელებს.

“მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას. ძალიან სერიოზულ პრობლემამდე მივალთ, ეს არის სტარტი იმ ცუდი პოზიციისა, რომელსაც ჩვენ, ექსპერტები და სპეციალისტები ველოდებით. მე არ ვამბობ იმას, რომ ლოქდაუნია აუცილებელი. ლოქდაუნს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებისგან, თუნდაც მიტინგებისგან,“ – აცხადებს დევი ტაბიძე.

მსგავსი თემები