“შესაძლოა, საჭირო გახდეს ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება” – ენტონი ფაუჩი

  •  

ამერიკის შეერთებული შტატები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებშიც გამოიყენებს. ეს კი მომავალ წელს მოხდება, როგორც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, ბავშვების ვაქცინაცია 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

მისივე განცხადებით, არსებულ ვაქცინების ხანგრძლივობა საკმარისი არ არის, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საჭიროა ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც.

„თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, მოვითხოვთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვა ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც მაგალითად წითელას შემთხვევაში“, – აცხადებს  ენტონი ფაუჩიმ.

მისივე შეფასებით, ეს იქნება გამაძლიერებელი ვაქცინა, 12 თვის შემდგომ უნდა გაკეთდეს: „აუცილებლად დაგვჭირდება ვაქცინაციიდან დაახლოებით ერთ წელიწადში გამაძლიერებელი ვაქცინა, რადგან კორონავირუსის წინააღმდეგ დაცვის ხანგრძლივობა საერთოდ არ არის წითელას მსგავსი”, – აცხადებს ფაუჩი.

მსგავსი თემები