„ნაპრალები ზემოთაც არის და ქვემოთაც, ეს აუცილებლად წამოვა,დაძრულ  მეწყერს არაფერი არ შველის“ – თეა გოდოლაძე „ლისის ფერდის“ შესახებ

„აქ უნდა ვიცოდეთ, გრუნტი როგორ გავიტანოთ, როგორ შეისწავლა ეს მერიამ, თქვენ გგონიათ, რომ ეს შესწავლილია?“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“,  „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა – თეა გოდოლაძემ განაცხადა. 

გოდოლაძე აცხადებს, რომ ანალოგიური შემთხვევები რამდენიმე ხნის წინ თბილისის სხვა უბნებშიც დაფიქსირდა, თუმცა მისვე განმარტებით ეს მერიისთის მაგალითად ვერ გამოდგა:

„პრაქტიკულად არსებობს მაგალითი, როდესაც ააშენეს კორპუსი, უნივერსიტეტის კორპუსებს ეძახიან, ერთ – ერთი დაიძრა და მილიონ ნახევარი დაუჯდა მერიას გამაგრება, ახლა იგივე გაიმეორეს, ვესაუბრეთ, რომ იგივე პრობლემა შეიქმნებოდა თუ გრუნტი არასათანადოდ დაიტვირთებოდა, სამი სართული არ არის ჯერ ამოყვანილი და უკვე დაიწყო გრუნტმა მოძრაობა, მთლიანად ბაგები ანალოგიურ მდგომარეობაშია, ამ მშენებლობებმა გრუნტის სტაბილურობას შეუქმნა პრობლემა, შესაბამისად იქმნება პრობლემა, რომელიც უკვე ბუმერანგივით უბრუნდება მოსახლეობას და ახლა უკვე ამ კორპუსის გამაგრების საკითხიც დადგება.

სასამართლოში გვაქვს საქმე შეტანილი აღნიშნულ კორპუსზე, რადგან სამართალი ვერსად ვერ ვიპოვეთ, როდესაც შევიტანეთ ალტერნატიული დასკვნა ფერდის სტაბილურობის შესახებ, „სამხარაულმა“ გვითხრა, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ, მერიამაც დაუჯერა ამას და გააგრძელა მშნებლობა.

ლისი ფერდი არის ძალიან დიდი სხეული, ეს სტრუქტურა გელოვანის ბოლომდე გრძელდება, ნაპრალები ზემოთაც არის და ქვემოთაც, ეს აუცილებლად წამოვა, ეს არის არაპროგნოზირებადი, როგორც მიწისძვრის პროგნოზი არის შეუძლებელი, ასევე არის მეწყრის წამოსვლა, მაშინ უდნა გვქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიით დაკომპლექტებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც გამოგვიცხადებს განგაშს, ესეც 50 -50 -ზე არსებობს, არის ცრუ თუ რეალური,“ – განაცხადა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები